მატეო დარმიანი აცხადებს, რომ ისტორია, რომელიც გარი ნევილმა და პატრის ევრამ "ოლდ ტრაფორდზე" დაწერეს და არა მარტო იქ, არამედ ფეხბურთშიც, მისი შთაგონების წყაროა.
იტალიელმა მცველმა "იუნაიტედის" ყოფილი ორივე ფეხბურთელისადმი პატივისცემა გამოხატა და აღიარა, რომ ფეხბურთელებს, რომლებმაც ერთად და ცალ–ცალკე გატარებული მრავალი წლის განმავლობაში უამრავი ტიტულის მოიგეს, ეთაყვანება.
"ისინი არიან მცველები, რომლებმაც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მსოფლიოში საფეხბურთო ისტორია დაწერეს. ორივე მათგანის თამაში მინახავს, ისინი "იუნაიტედის" მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ. კლუბის წარმატება მათ უკავშირდება.
პატრისმა გასულ სეზონში იტალიაში ითამაშა, ასე რომ, მასთან ახლოს კონტაქტის საშუალება მქონდა. მის წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშე დერბიში და იტალიაში ამტკიცებს, რომ ნამდვილი ჩემპიონია, როგორიც "იუნაიტედში" იყო. რა თქმა უნდა, გარი ნევილი "იუნაიტედის" კაპიტანი იყო და კლუბის ლეგენდაა, მას გამარჯვებები ჰქონდა, მან თასებიც მოიგო... მისი ამბავი ხმამაღლა მეტყველებს.
სხვა უდიდეს ფეხბურთელებთან შედარება ყოველთვის რთულია. ორივე მათგანი ჩემპიონია. მათთან შედარების ნაცვლად, უმჯობესია, ისინი ჩვენს კერპებად ჩავთვალოთ.
ისინი იმდენად დიდებულები იყვნენ, რომ თითქმის შეუძლებელია მათი მიღწევების გამეორება, მაგრამ შესაძლებელია, მაქსიმუმი გააკეთო და ყოველთვის იშრომო იმისთვის, რომ როგორც მინიმუმ, მიუახლოვდე მაინც მათ მიერ ჩადენილს.
მათ თან სდევდათ მრავალი წარმატება და გახდნენ ძალიან მნიშვნელოვანი კლუბის ლეგენდები, ალბათ, ეს არის მათი ყველაზე დიდი მიღწევა, ყველა ის ტიტული, რომელიც აქ მოიგეს და ამ კლუბის აღიარებაში წვლილი შეიტანეს", – განაცხადა დარმიანმა.