ლუი ვან გაალს "ნიუკასლთან" მატჩის შემდეგ ცვლილელები არ განუხორციელებია, თუმცა მარსიალმა და ლინგარდა ფლანგები გაცვალეს. ვერ ვიტყვით, რომ გადაადგილებით მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზარდა, პირიქით, შემცირდა კიდეც.
"ლივერპული" 4–3–3 სქემით გამოვიდა. ლუკას ლეივა ცენტრში წამყვანი ფეხბურთელი გახდა ჯანისა და ჰენდერსონის დახმარებით. შეტევაში მთავარი როლი ფირმინონ, ფლანგებზე კი ლალანამ და მილნერმა იტვირთეს.
უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რომ ვან გაალს პირველ ტაიმში იძულებითი ცვლილების განხორციელება უხდება. ეშლი იანგმა 42–ე წუთზე ტრავმა მიიღო და კემერონ ბორტუიკ–ჯექსონმა შეცვალა. რადგანაც 18 წლის ფეხბურთელი მარცხენა ფლანგზე თამაშობს, დარმიანმა მარჯვნივ გადაინაცვლა, სადაც მანამდე იანგი იდგა.
შეცდომები
"იუნაიტედის" კარში შექმნილი პირველივე მომენტი შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ეპიზოდი გამოდგა.
მე-10 წუთი
მორგან შნეიდერლინმა მეტოქის ნახევარზე დაკარგა ბურთი და "ლივერპულმა" მიზანდასახული კონტრშეტევა წამოიწყო, რომელსაც ორ გადაცემაში გაუწია ორგანიზება. დე ხეას საიმედოობამ და მასპინძელი ფეხბურთელების არცთუ კარგმა მოქმედებამ "იუნაიტედი" გოლისგან იხსნა.
აღვნიშნავ შნეიდერლინის არადამაჯერებელ თამაშს, რომლის გამოც შეტევა, არსებითად, წარმოიშვა. ლეივამ ერთი შეხებით ძალიან კარგი გადაცემა გააკეთა და სმოლინგმა, მიუხედავად იმისა, რომ "ქიჩოში მოხვდა", ეპიზოდი კარგად ჩაატარა, ლალანას სივრცე შეუზღუდა და მასზე არ დაჯარიმდა. თავდამსხმელს ბურთის მიღებისა და დე ხეასათვის თავზე გადაგდების საშუალებას უბრალოდ არ მისცემდნენ, ამიტომ მანაც თავით დაარტყა. უფრო სახიფათო იყო დამატებაზე მოქმედება. გაგვიმართლა, რომ ბურთი ასცდა, მაგრამ ისიც შევნიშნოთ, რომ დე ხეა კარში დაბრუნდა.
მე–12 წუთი, მილნერის დარტყმა
წუთის შემდეგ მეტოქის ნახევარზე ბურთის კიდევ ერთხელ დაკარგვის შემდეგ, მილნერს ფლანგზე სივრცე მიეცა, საითაც სწრაფი პასი გაკეთდა.
ამ ეპიზოდის გახსენებამ მილნერს უფრო მიაგო პატივი. ასეთი პოზიციიდან კარში ბურთის შესვლის იმედი, როცა მცველი გიდგას წინ, კარში კი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, ცოტა თავხედობაა.
30-ე წუთი, ჰენდერსონის დარტყმა
მორგანის კიდევ ერთმა ცუდმა მოქმედებამ მეორე სახიფათო მომენტი გამოწივია.
რისთვის წავიდა მორგანი ამ ბურთზე და თანაც სახიფათო ვარდნაში - გამოცანაა. სმოლინგი პირველი იყო, მორგანი კი ბურთს პარტნიორს ართმევს.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამ მოქმედებამ სმოლინგი და შნეიდერლინი გარკვეული დროით გამოთიშა თამაშს.
უნდა აღინიშნოს "ლივერპულის" თამაში ერთი შეხებით, ისინი წარმატებით იყენებენ არეულობას.
50-ე წუთი
მეორე ტაიმის ყველაზე სახიფათო მომენტი მის დასაწყისში ფირმინოსა და ჯანის ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე შეიქმნა.
შეტევის საწყის სტადიაზე მოედნის ცენტრში ბურთის ასართმელად დეილი ბლინდი მიდის. ამ მოქმედებაში მწვრთნელის დადგენილებას ვხედავ, რადგან ბლინდი ხშირად იმყოფებოდა მატჩის მიმდინარეობისას ფირმინოს გვერდით, რომელმაც მოედნის ცენტრში რამდენიმე რეიდი განახორციელა.
თუ ვიფიქრებთ, რომ ეს დაცვითი ჩანაფიქრია, ასეთ სიტუაციაში შნეიდერლინი და ფელაინი ფართოდ უნდა იყვნენ, რათა გადაცემების ზონები გადაეკეტათ, აუცილებლობის შემთხვევაში თავისუფლად მყოფი შემტევი ფეხბურთელები დაეცვათ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ფირმინოს ზუსტი გადაცემისა და მოედნის ცენტრიდან შეტევის განვითარების შემდეგ, ბორტუიკ-ჯექსონთან ორი ფეხბურთელი აღმოჩნდა. ჯანს ცენტრში თამაშიც შეეძლო.
სხვათა შორის, არც მისი ინდივიდუალური მოქმედებები იყო ნაკლებად სახიფათო. სმოლინგი ძალიან ადვილად მოტყუვდა, ასეთ რამეს "ნიუკასლთან" მატჩშიც ვხედავდით, როცა სისოკომ მსგავსი ფინტით იანგი და იგივე სმოლინგი ჩამოიცილა.
66-ე წუთი
კიდევ ერთი მომენტი, რომელიც უფრო სახიფათო აღმოჩნდა, ვიდრე ჩანდა. ჯანი გასცდა ფელაინის და დაარტყა შორეულ კუთხეში. დარტყმა მწვავე გამოდგა და დე ხეა წამიერად შეყოყმანდა, ამიტომ რეალური საფრთხის შეგრძნება გაჩნდა, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ნათელი ხდება, რომ ნებისმიერ მეკარეს უნდა აეღო ასეთი ბურთი. უფრო საჩვენებელი, ვიდრე შედეგიანი.
***
"ლივერპულის" შესახებ ერთ–ერთ წინა განხილვაში უკვე დავწერე. თუ დივანზე მჯდომი ჩვეულებრივი გულშემატკივარი მე–60 წუთიდან გუნდის დაღლას პროგნოზირებს, რაღა უნდა ვთქვათ პრემიერ ლიგის მწვრთნელებზე. პირველივე წუთებიდან შეტევათა შტურმი არავისთვის აღარ არის აღმოჩენა, "უოტფორდისა" და "ნიუკასლის" ტიპის გუნდები კი "ლივერპულს" მატჩის ბოლოსკენ ათრევენ და გადარჩენის ერთადერთი იმედი გეგმა ბ–ს სახით არის კრისტაინ ბენტეკე.
ამ მატჩში საშინელი პრესინგი არ გვინახავს. "ლივერპულის" ფეხბურთელები გადაცემების კეთებისას ძალიან ცდებოდნენ, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას ორივე გუნდზე, ამიტომაც გამოვიდა შეხვედრა ასეთი არასახანახაობრივი.
რაც შეეხება "იუნაიტედს", განხილულ მაგალითებში თუ ყოველთვის არა, ხშირად ფიგურირებს მორგან შნეიდერლინი. სამწუხაროდ, თუ წინა მატჩებს ვუყურებთ და განხილვებს წავიკითხავთ, მორგანის გვარი უარყოფითად ხშირად იქნება ხსენებული, რაც მეტისმეტია ფეხბურთელისთვის, რომელზეც ფსონს ჩამოდიან.
პერსონალები
კვლავ უნდა აღინიშნოს ენტონი მარსიალი. დაუჯერებელი შრომისუნარიანობა და ფეხბურთელის სისწრაფე კვლავ განსაცვიფრებელია. მისი, თითქოსდა, მოძრაობის სასაცილო მანერა, ცოტათი ზარმაცული და მატყუარაა მოწინააღმდეგისთვის.
ყურადღება მიაქციეთ სქრინშოტზე დროს. 57:11. ენტონი დრიბლინგის შემდეგ მოწინააღმდეგის საჯარიმოში წევს. "ლივერპული" კონტრშეტევას იწყებს.
57:27. 16 წამის შემდეგ მარსიალი მოწინააღმდეგეს ბურთს ართმევს.
საჯარიმოში ფირმინოსთვის გამორთმეული ბურთის გახსენებაც შეიძლება, როცა ენტონიმ მთელი მოედანი ჩაირბინა. ფლანგზე ენტონის გადაადგილება გუნდის დაცვით მოქმედებებზე დადებითად ისახება და ძალიან დროულად გამოცოცხლდა თავდასხმაში უეინ რუნი, რომელმაც გოლების გატანა დაიწყო. ენტონის ერთადერთ არსებით ნაკლად გადაცემების დროს მისი სიძუნწე რჩება.
დაცვის სასიკეთოდ შრომობდა მარუან ფელაინიც. ჩვეულებრივ, მარუანი მეკარის საჯარიმოს რაიონში აღმოჩნდება – და ამაში ბადალი არ ჰყავს.
მარუანის მიერ გამოტანილი ექვსი ბურთი
შესაძლოა, მარუანის დონეზე და "იუნაიტედის" დონისთვის მის შესაბამისობაზე დაუსრულებლად ვიმსჯელოთ, მაგრამ ვერ უარვყოფთ დაცვით მოქმედებებში მის სარგებლიანობას და ალბათ, შეტევაშიც. ბოლო მატჩებში ჩანდა, როგორ გზავნიდა რუნის გრძელი გადაცემით კონტრშეტევაზე, ჩანდა ხარიხასთვის დარტყმები და სასარგებლო პასები ჩაწოდების შემდეგ. ფელაინი, როგორც აუცილებელი ფიგურა კერიკისა და შვაინშტაიგერის ტრავმის ფონზე, თავის როლს კარგად ართმევს თავს. და, იმავე შნეიდერლინისგან განსხვავებით, სტაბილურია. დიახ, დონე არაზეციურია, მაგრამ ეს არის სათადარიგო ფეხბურთელი, ისევე როგორც, როხო, ამ როლისთვის კი მარუანი თუ არა შესანიშნავ, მაშინ საკმაოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებს.
ჯამი
ამ გამარჯვების ფასის გადაჭარბება არ ღირს. თუმცა როცა გენიალური და უნიკალური მწვრთნელის მიერ გაწვრთნილ გუნდს, რომელიც თამაშს ერთ კვირაში აყენებს, მისსავე მოედანზე ამარცხებს გუნდი, რომელსაც დაცვაში 18 წლის ღლაპი უდგას, ძალიან კარგია. თუ არადა, ეს გამარჯვება "ენფილდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ მოპოვებული, ისედაც შესანიშნავია.
ახლა მთავარი შედეგია, თამაში კი... ნუ, თუ "ჩელსი", რომელიც "იუნაიტედის" კარში დარტყმული ერთი ბურთით გოლს იტანს, ოდეალურია, რატომ არ შეიძლება იგივე ჩაითვალოს "იუნაიტედის" შემთხვევაში? ორმაგი სტანდარტი?
ბონუსები
უეინ რუნი
რუნის დიდი ხანია გოლი არ გაუტანია "ენფილდზე", რთულია ამ დარტყმის ზედმეტად შეფასება.
ფილ ჯონსი
უბრალო ადამიანური სიხარული.
YNWA
უბრალოდ მოუსმინეთ, რამდენად კარგად მღერიან მასპინძლები ჩვენი სტუმარი ქომაგები, რომელთა შორის არიან როხო, ჯონსი და თვით კერიკი.
ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.