ლუი ვან გაალი მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედთან" გაფორმებული კონტრაქტი ერთი წლით ადრე შეწყვიტოს და მიმდინარე წლის ზაფხულში კლუბი დატოვოს - იტყობინება Daily Mirror.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დევიდ მოიესის გაძევების შემდეგ 2014/15 წლების სეზონში ჩაიბარა "წითელი ეშმაკები", მაგრამ მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის დაბრუნებისა, მის სათამაშო სტილს კვლავ აკრიტიკებენ.
Daily Mirror-ის ჰოლანდიასთან დაკავშირებული წყარო იტყობინება, რომ ვან გაალზე არსებული ზეწოლა ცუდად მოქმედებებს ლუის ოჯახურ ცხოვრებაზე, რამაც შესაძლოა, მას "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლა აიძულოს.
ვან გაალმა უკვე განაცხადა, რომ "იუნაიტედი" მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი იქნებოდა და შემდეგ პენსიაში გავიდოდა.