იამაიკელი სპორტსმენი არ მალავს, რომ ის არის "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი, მაგრამ მსოფლიოს უსწრაფესმა ადამიანმა განაცხადა, რომ ლუი ვან გაალთან მუშაობის სურვილი არ აქვს.
უეინ ბოლტი თვლის, რომ ფეხბურთში წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით ამას ვერასდროს გააკეთებდა.
"მე ვფიქრობ, საფეხბურთო კარიერაში საკმაოდ წარმატებული ვიქნებოდი, რადგან მე ვარ მოხერხებული, სწრაფი და კარგად შემიძლია ბურთის კონტროლი. ასევე შემიძლია, თამაშს ალღო ავუღო.
მშვენივრად ვხედავ, ვან გაალი რასაც აკეთებს. ჩემს თავს შესვენებას გამოვუცხადებდი, სანამ ახალ მწვრთნელს არ მოიყვანდნენ. ".