"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულმა გუნდმა U21 პრემიერ ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად საშინაო არენაზე "საუთჰემპტონი" განადგურდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" 21–წლამდელთა გუნდმა საკუთარ კედლებში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა, რაშიც დორტმუნდის "ბორუსიადან" დაბრუნებული ადანან იანუზაის დუბლი და უილ კინის ორი ზუსტი დარტყმა დაეხმარა. კინისთვის ეს მეხუთე გოლი გამოდგა ბოლო ორ მატჩში.
"იუნაიტედმა" შეხვედრა აქტიურად დაიწყო, ბურთს ფლობდა და მომენტებს შესაშური სიხშირით ქმნიდა. სტუმრებს ყველაზე მეტ საფრთხეს მარჯვენა ფლანგი უქმნიდა, სადაც ადნან იანუზაი თამაშობდა.
უილ კინს მეშვიდე წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ საჯარიმოს გარედან დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 22–ე წუთზე ცენტრში გათამაშებული კომბინაცია დაასრულა იანუზაიმ, რომელმაც შეტევა დაიწყო, მაგრამ სტუმართა მეკარე საიმედო აღმოჩნდა და კარში წასული ყველა დარტყმული მოიგერია, მათ შორის დამატებულიც.
მე–40 წუთზე "საუთჰემპტონის" ფეხბურთელებმა კუთხური მოიპოვეს, რომლის ჩაწოდების შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.
ტაიმის მიწურულს იანუზაიმ 27 მეტრიდან გაისროლა, რაც მოულოდნელობა აღმოჩნდა სტუმართა მეკარისთვის, რომელიც მარცხენა ქვედა კუთხეში ბურთს ვერ მისწვდა. შესვენებაზე გუნდები მასპინძელთა მცირედი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ტაიმში თამაშის ხასიათი არ შეცვლილა, მაგრამ "იუნაიტედის" რეალიზაცია გაუმჯობესდა.
53–ე წუთზე ვარელას შესანიშნავ ჩაწოდებულს უილ კინმა თავი დაუხვედრა და ბურთი კარში გადაგზავნა. 2–0.
თავის გამოჩენა შეეძლო ანდრეას პერეირასაც, რომელსაც რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარში არ მიდიოდა.
69–ე წუთზე საჯარიმოში იანუზაი წააქციეს. უილ კინი ნიშნულიდან ზუსტი აღმოჩნდა. ანგარიში გაიზარდა.
79–ე წუთზე უილ კინი უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა. უილი ფლანგიდან მარსიალის სტილში შეიჭრა საჯარიმოში და დაბალი გადაცემა გაუკეთა 11–მეტრიანის ნიშნულთა ადნან იანუზაის, საიდანაც ბელგიელმა მეტოქეთა კარი აიღო. საბოლოო ანგარიშის დაფიქსირების შემდეგ, იანუზაი შეცვალეს.
მატჩის მიმოხილვა:
საბოლოოდ ანგარიში: "მანჩესტერ იუნაიტედი" U21 – "საუთჰემპტონი" U21 4:0 (1:0)