"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ გუნდში კრეატიულობისა და შემტევი პოტენციალის გაზრდა სურს, მისი ყურადღება კი პსჟ–ს ფეხბურთელმა, ეზეკიელ ლავესიმ მიიპყრო.
არგენტინელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის მიხედვით ბოლო წელი ეწურება და "იუნაიტედს" მისი შეძენა მხოლოდ 6 მლნ. ფუნტი დაუჯდება.
ლავესი სერია A-ში დაბრუნებას აპირებს, სადაც პსჟ-ში გადასვლამდე თამაშობდა, მაგრამ "იუნაიტედი" ფეხბურთელს ამბიციების დაკმაყოფილებას და კარგ კონტრაქტს შესთავაზებს.
Sky Italia კი იტყობინება, რომ ლავესი უკვე ლონდონში იმყოფება, სადაც "ჩელსისთან" მოლაპარაკებებს მართავს.
"იუნაიტედს" მადრიდის "ატლეტიკოდან" საულ ნიგესის გადაბირებაც სურს, მაგრამ Sky Sports–ის ექსპერტი გილიემ ბალაგიე ფიქრობს, რომ ეს შეუძლებელია:
"ბოლოს რაც გავიგე, ის იყო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ატლეტიკოს" 20 მლნ. ევრო შესთავაზა, მაგრამ მადრიდელები მას არ გაყიდიან.
ტრანსფერის განხორციელების აკრძალვის შემდეგ კი, საერთოდ არ გაუშვებენ, ასე რომ, ეს დასასრულია.
გამოსასყიდი თანხა რომ გადაიხადონ, ფეხბურთელს წასვლა უნდა უნდოდეს, მაგრამ მას არ უნდა".