კრის სმოლინგმა უეინ რუნი შეაქო და მას უმაღლესი კლასის ფორვარდი უწოდა.
რუნიმ "ენფილდზე" ისტორიული მეტოქის კარი 78-ე წუთზე აიღო და 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ბოლო ოთხ მატჩში ხუთი გატანილი გოლია. მან ასევე რეკორდი დაამყარა ერთი გუნდის მაისურით პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით (176).
თავისი ბოლოდროინდელი სათამაშო ფორმის აღმოჩენამდე, რუნიმ პირველ 13 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა და პრესის კრიტიკის ობიექტი გახდა. სმოლინგს მიაჩნია, რომ რუნის ფორმაზე დიდი გავლენა იქონია "სტოკ სიტისთან" შეხვედრამ, რომელიც ინგლისელმა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო.
"სტოკთან" მატჩის შემდეგ დაბრუნდა და აჩვენა, რომ უმაღლესი კლასის შემსრულებელია.
ვფიქრობ, ძირითადს მიღმა დატოვება ახალი ძალებით გავსებს და უფრო გიცხოველებს თამაშის სურვილს, რათა ყველას დაუმტკიცო, რამდენად კარგი ხარ. თავდამსხმელებს აქვთ პერიოდი, როცა გოლებს ვერ იტანენ, მაგრამ საუკეთესოები ისინი არიან, ვინც ბრუნდება და ახალ სერიას აჩვენებს.
"უაზამ" კარიერის განმავლობაში გვაჩვენა, რომ დაბრუნების უნარი აქვს და კარგია მისი ხილვა გოლის ავტორებთა შორის", - განაცხადა "იუნაიტედის" მცველმა.