"მანჩესტერ იუნაიტედმა" "პრესტონ ნორტ ენდთან" ლიამ გრიმშოუს გაყიდვის შეთანხმებას მიაღწია.
20 წლის ფეხბურთელმა "მოზერუელში" იჯარით ასპარეზობისას კარგი თამაში აჩვენა და შოტლანდურ გუნდს მისი გამოსყიდვა სურდა.
თუმცა "პრესტონმა" კონკურენცია მოიგო და ახალგაზრდა ფეხბურთელი კარიერას "დიფდეილზე" განაგრძნობს, სადაც მას ყოფილი თანაგუნდელების, სემ ჯონსტონის, მარნიკ ვერმიილისა და ბენ პირსონის გვერდით მოუხდება თამაში. ვერმიილი გასულ სეზონში გადავიდა, პირსონი გასულ კვირაში, ხოლო ჯონსტონი იჯარით ასპარეზობს.