გუშინ პრემიერ ლიგის 22-ე ტურის ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" შედგა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" უეინ რუნის წყალობით ადგილობრივი "ლივერპული" 0-1 დაამარცხა.
"ენფილდზე" შეკრებილ "იუნაიტედის" 3000 ქომაგს ტრავმირებულთა ტრიო: მაიკლ კერიკი, ფილ ჯონსი და მარკოს როხო შეუერთდა.
კერიკმა, რომელიც თამაშს სტივ ბრუსის შვილ ალექსთან ერთად უყურებდა, ტვიტერზე მატჩამდე და მატჩის შემდეგ ტრიბუნიდან გადაღებული ფოტოები განათავსა. როხო და ჯონსი კი მთელი მატჩის განმავლობაში ფანებს ესაუბრებოდნენ და გამარჯვების გოლიც გულშემატკივართან ერთად იზეიმეს.