თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2016, 13:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3508,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "ტიტულის მოგება შეგვიძლია"
ვან გაალი წარმატების იმედს არ კარგავს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "ლივერპულის" დამარცხების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" კვლავ შესწევს პრემიერ ლიგის მოგების ძალა.

78-ე წუთზე უეინ რუნის მიერ გატანილმა გოლმა "იუნაიტედს" გამარჯვება მოუტანა და ახლა "წითელი ეშმაკები" ლიდერ "არსენალს" შვიდი ქულით ჩამორჩებიან.

"ლივერპულის" დამარცხება ყოველთვის მნიშვნელოვანია. დღეს იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა კონკურენტებმა ქულები დაკარგეს და როცა პირველ ადგილთან ასეთი ჩამორჩენა გვაქვს, ყველაფრის აღმოფხვრა შეიძლება. აი ამას ვფიქრობ".

რაც შეეხება იმას, თუ რას ფიქრობდა ტიტულისთვის ბრძოლაში მისი გუნდის შანსებზე, ლუიმ განაცხადა: "წინ ბევრი მატჩი გვაქვს. 2016 წელი კარგად დავიწყეთ, ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ და ფრე ვითამაშეთ - არ წაგვიგია.

ეს მატჩი უდიდესი ბიძგი იქნება ფეხბურთელებისთვის, გულშემატკივართათვის და "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებული ნებისმიერი ადამიანისთვის - უნდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა.

ადვილი არ იქნება, ეს დღესაც დავინახეთ, მაგრამ ამის ძალა შეგვწევს, რადგან ყოველკვირა ვაჩვენებთ, რომ ეს შეგვიძლია".


წყარო: skysports
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 იანვარი 2016 13:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შეგვიძლია არ ვიცი, მაგრამ შანსი გვაქვს. შეგვეძლება მაშინ, ქულებს ისე თუ არ გავანიავებთ, როგორც აქამდე. იმისთვის რომ მოიგო, სხვაზე სტაბილური უნდა იყო, ახლა კი ვერაფრით ვჯობივართ არსენალს, სიტის და თუნდაც იგივე ლესტერს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Giggsy
18 იანვარი 2016 14:44
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
ვნახოთ ვნახოთ დიდი დროა წინ და გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს მაგრამ შეიძლება ყველაფერი სასიკეთოთ ან ჩვენთვის ცუდად წარიმართოს !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№3
ავტორი: GeorgeBest
18 იანვარი 2016 14:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა თქმა უნდა შანსი ისევ არის მარა ამ თამაშით ოთხეული რო დადო ეგეც კარგი იქნება, ესეც იმის ფონზე რო არც სხვები არიან უკეთეს მდგომარეობაში
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 იანვარი 2016 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ერთი თამაშის მოგებით არავინ ამბობს რა თქმა უნდა, რომ პრემიერ ლიგას მოვიგებთ, თუმცა სხვაობა მხოლოდ 7 ქულაა და ამით ყველაფერი ნათქვამია. უაზროდ ქულები თუ არ დავკარგეთ ყველაფერია მოსალოდენელი. ძალიან არაპროგნოზირებადი სეზონია წელე
ს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პრემიერ ლიგის უახლოეს ორ თამაშს სახში ვთამაშობთ და ამ მატჩებში მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს!
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
18 იანვარი 2016 15:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
4ეულია წელს მაქსიმუმი ⚽
0
№6
ავტორი: RedGirl
18 იანვარი 2016 15:36
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
თეორიული შანსი არსებობს მაგრამ ასე ტიტულს კი არაოთხეულის მიღმა არ დავრჩეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: Wardell
18 იანვარი 2016 15:48
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კარგი შანსი გვაქვს კიდევ უფრო შევამციროთ ჩამორჩენა, არსენალს ჩელსისთან აქვს თამაში შემდეგ ტურში, სიტი გასვლაზე ვესტ ჰემს ხვდება ლესტერი მოქოქილ სტოკს, ტოტენჰემს კი ლონდონური დერბი აქ გასვლაზე კრისტალთან. მოკლედ არ უნდა გავუშვათ ეს შანსი.
0
№8
ავტორი: Beckham.7
18 იანვარი 2016 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
winked

winked
0
№9
ავტორი: devidi
18 იანვარი 2016 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ამას რაგა გააჩუმებს ეხლა დადგავს ოცნების კოშკებს რა სირ თამაშსაც თამაშობდი ის **** ითამაშე და გამიხარდა რომ გაგიმართლა რაღა დაგამიმალო მაგრამ მაინც **** ხარ ვან გაალ smile
0
№10
ავტორი: love united
18 იანვარი 2016 21:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა შეგიძლია შე ლეღვო, 50 წლის ტურეიან ლივერპულს მოუგო 1 კარში დარტყმით და დაიწყო ისევ ძველებური ბაზარი.


მაგრამ ლივერპულს რომ ვახტებით მაინც ასწორებს. troll
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top