თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2016, 08:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2107,
კომენტარები: 8
რუნი: "ენფილდზე" გამარჯვებით დავტკბები"
უეინ რუნი მატჩის შემდგომ.
რუნი:
უეინ რუნიმ აღნიშნა, რომ "ლივერპულის" წინააღმდეგ გატანილი გამარჯვების გოლით სიამოვნების გრძნობა სამუდამოდ გაჰყვება.

კაპიტანმა "ენფილდზე" 78–ე წუთზე გაიტანა გოლი, რითაც 2005 წლის იანვრის შემდეგ "ლივერპულის" სტადიონზე უგოლო სერია დაასრულა, თავის გუნდს კი ოთხ მატჩში მესამე გამარჯვება მოუპოვა.

"ენფილდზე" გოლის გატანით, რომელიც დიდი ხნის შემდეგ გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გავიტანე, ჩემს პირველ წლებში, გავთავხედდები და ამით ყველაზე მეტად დავტკბები", – განაცხადა "იუნაიტედის" კაპიტანმა.

30 წლის ფეხბურთელი ახლა პრემიერ ლიგის ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენია, მაგრამ კაპიტანმა აღნიშნა, რომ ეს ემოცია ვერც კი შეედრება იმას, რასაც "ენფილდზე" გამარჯვების გოლის გატანა იწვევს.

"სიმართლე გითხრა, რეკორდის შესახებ არაფერი ვიცოდი. რა თქმა უნდა, რეკორდის დამხობა დიდებულია, მაგრამ არა მგონია, იმ გრძნობას გადააჭარბოს, რასაც ახლა განვიცდი.

ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი პოზიციების მიუხედავად; თუნდაც ბოლო ადგილზე ან ბოლოდან მეორეზე ვიმყოფებოდეთ. ორივე საფეხბურთო კლუბისა და გულშემატკივართათვის უდიდესი მატჩია.

დიდებული გამარჯვება და სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც წლის კარგი დასაწყისისთვის გვჭირდებოდა".


პირველი ტაიმის შემდეგ "იუნაიტედმა" თამაშში გამოასწორა და რუნიმ მარუან ფელაინის მიერ ხარიხასთვის გარტყმულ ბურთზე დამატებით ანგარიში გახსნა. კაპიტანს მიაჩნია, რომ მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თამაში.

"რთული მატჩი იყო. "ლივერპული" ძალიან გვიტევდა და დავიდ დე ხეამ რამდენიმე დიდებული სეივი განახორციელა. საბედნიეროდ, შანსი მივიღე და გამოვიყენე.

დღეს ასეთი მნიშვნელოვანი არ იყო თამაშის ჩვენება; ყველაფერი, რასაც მნიშვნელობა აქვს, გამარჯვებაა. ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა და პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ შევახსენეთ ფეხბურთელებს მე და მწვრთნელმა, რომ "ჩვენ "ლივერპულს" ვეთამაშებით, უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ და ბურთი სწრაფად ვამოძრაოთ".

მეორე ტაიმში ეს მოვახერხეთ. "ლივერპულმა" საქმე გაგვირთულა პირველ ნახევარში, მაგრამ შანსი გამოვიყენეთ და გამარჯვებით ბედნიერები ვართ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 იანვარი 2016 08:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ცოტათი გარი ნევილის და როი კინის სითავხედე რომ გქონდეს, წარმომიდგენია, რაებს იტყობი ახლა. სულ უფრო უახლოვდება რეკორდს და ასეა თუ ისე, გოლებს იტანს. ვერ ვიტყვით, რომ მაგრად ათამაშდა, მაგრამ ამან გოლები გაიტანოს და მისი თამაში ცალკე სულ არ მაღელვებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 იანვარი 2016 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეტყობა როგორი გახარებულია და ეს ბუნებრივიცაა რა თქმა უნდა. რეკორდი სუ არ აინტერესებდა, მთავარი იყო რუნისთვის რო გოლი გაეტანა და გაიტანა კიდევაც winked
ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ ძველი რუნი ბრუნდება, თუმცა მოუმატა აშკარად და ამის არდანახვა შეუძლებელია. ძალიან დიდი ალბათობით ამ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედის ახალი ბომბარდიდი გვეყოლება love
0
№3
ავტორი: AkkRed
18 იანვარი 2016 10:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მთავარი ზუსტად ესაა, რომ ლივერპულს ენფილდზე უგებ, თან კაპიტნის გოლით ეს სამმაგად გახარებს
0
№4
ავტორი: red devil
18 იანვარი 2016 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არანაკლებ გაგვახარეთ ჩვენც ძაან მაგარია როცა იმარჯვებ მტრის ბანაკში
0
№5
ავტორი: GeorgeBest
18 იანვარი 2016 14:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლივერპულთან მოგება ყოველთვის სასიხარულოა, სტანდარტები ყველაზე დიდი პრობლემაა მაგათთვის და მანდედან მოვახერხეთ ჩვენც გატანა winked

რუნ უმატებს ბოლო თამაშებში და მიხარია, ჩარლტონის რეკორდიც ახლოსაა
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
18 იანვარი 2016 14:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ბედობაზე ქუსლით გატანილი გოლი კაი აღმოჩნდა კაპიტნისათვის ⚽

იმედია ააე გააგრძელებს
0
№7
ავტორი: RedGirl
18 იანვარი 2016 15:38
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
სიმართლე გითხრა, რეკორდის შესახებ არაფერი ვიცოდი. რა თქმა უნდა, რეკორდის დამხობა დიდებულია, მაგრამ არა მგონია, იმ გრძნობას გადააჭარბოს, რასაც ახლა განვიცდი.

ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი პოზიციების მიუხედავად; თუნდაც ბოლო ადგილზე ან ბოლოდან მეორეზე ვიმყოფებოდეთ. ორივე საფეხბურთო კლუბისა და გულშემატკივართათვის უდიდესი მატჩია.


კაპიტანო love აუუუ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: Mufc7
19 იანვარი 2016 13:50
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი პოზიციების მიუხედავად; თუნდაც ბოლო ადგილზე ან ბოლოდან მეორეზე ვიმყოფებოდეთ.

მოგება ხომ ერთი დიდი ბედნიერებაა და ამ გუნდთან მოგება ორმაგად გვხდის ხოლმე ბედნიერს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top