პრემიერ ლიგის 22-ე ტურის ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "ლივერპულმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა.
პირველ ტაიმში სტუმრებს დაწინაურება რამდენჯერმე შეეძლოთ, თუმცა მანჩესტერელთა მეკარე, დავიდ დე ხეა შესანიშნავად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. ვან გაალის გუნდმა პირველი სახიფათო მომენტი მხოლოდ 55-ე წუთზე შექმნა, როდესაც ენტონი მარსიალი ცდილობდა გოლის გატანას. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე გავიდა, ფელაინიმ ბურთი ძელს მოარტყა, რის შემდეგაც უეინ რუნის მიუვიდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით მეტოქის კარის აღება მოახერხა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
22 ტურის შემდეგ ვან გაალის გუნდი მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს "ეშმაკები" 23 იანვარს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავენ.
ლივერპული – მანჩესტერ იუნაიტედი 0-1
სტადიონი: "ენფილდი" გოლი: რუნი (78) გაფრთხილებები: სმოლინგი, ფელაინი მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი