თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2016, 02:35
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 17987,
კომენტარები: 6
"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
პრემიერ ლიგის 22-ე ტურის ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "ლივერპულმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა.

პირველ ტაიმში სტუმრებს დაწინაურება რამდენჯერმე შეეძლოთ, თუმცა მანჩესტერელთა მეკარე, დავიდ დე ხეა შესანიშნავად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. ვან გაალის გუნდმა პირველი სახიფათო მომენტი მხოლოდ 55-ე წუთზე შექმნა, როდესაც ენტონი მარსიალი ცდილობდა გოლის გატანას. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე გავიდა, ფელაინიმ ბურთი ძელს მოარტყა, რის შემდეგაც უეინ რუნის მიუვიდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით მეტოქის კარის აღება მოახერხა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

22 ტურის შემდეგ ვან გაალის გუნდი მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს "ეშმაკები" 23 იანვარს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავენ.

ლივერპული – მანჩესტერ იუნაიტედი 0-1

სტადიონი: "ენფილდი"
გოლი: რუნი (78)
გაფრთხილებები: სმოლინგი, ფელაინი
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი

შემადგენლობები

ლივერპული: მინოლე, ტურე (ბენტეკე 81'), სახო, მორენო, კლაინი, ჰენდერსონი, ჩანი, ლეივა, ლალანა (აიბი 76'), მილნერი (კოლკერი 90'), ფირმინო.

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი, იანგი (ბორთუიკ-ჯექსონი 42'), შნეიდერლინი, ფელაინი, მარსიალი, ლინგარდი (მატა 66'), ერერა (დეპაი 72'), რუნი.

მიმოხილვა



განხილვა



პირველი ტაიმი



მეორე ტაიმი

მიმოხილვები, სრული მატჩები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
18 იანვარი 2016 04:53
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
დე ხეას ძეგლს თუ არ უდგამენ, ვარსკვლავი მაინც გაუხსნან ტრაფორდის შესასვლელთან :/ წელსაც ეგ გახდება საუკეთესო მოთამაშე სეზონის და ბოლოს გააუქმებენ მაგ ჯილდოს ვაფშე, არანორმალურია ტიპი, ფირმინოს რო ეღადავა ცუდად გავხდი wink
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 იანვარი 2016 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Wardell,
ეგ მართლა მაგარი რაღაც იყო wink wink
0
№3
ავტორი: AkkRed
18 იანვარი 2016 10:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
წინა წელს ენფილდზე რაც ჩაიდინა დე ხეამ იგივე გაინმეორა, იმენა ლივერპულელების კოშმარია დე ხეა
0
№4
ავტორი: R10NEY
18 იანვარი 2016 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
დეხეა ფირმინოს რომელ მომენტში ეღადავება? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ UNITED TILL I DIE
№5
ავტორი: GeorgeBest
18 იანვარი 2016 14:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დე ხეა მართლა საოცრებაა. რეალში რო გარბვოდა მაგრად ჩაიჭრა და იმედია გონს მოეგება და აქ დარჩება ბოლომდე. აქედან რო ვინმე გარბოდეს უკვე აღარცაა გასაკრიტიკებელი მარა მაინც
0
№6
ავტორი: RedGirl
18 იანვარი 2016 16:53
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
დე ხეა არარის ამპლანეტელი გიჟია ვიღაცაა :დ ბოლოში მისი რეაქციები ! <3 რომ ვუყურებ ხოლმე როგორ უხარია მგონია რომ აღარ უნდა წასვლა :დ

ყველაზე სასიამოვნო მომენტი მაინც თამაშის მერე ფეხბურთელების ნახვა და გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვების აღნიშვნაა love

დავიმხეთ ენფილდი თავზე! საოცარნი იყვნენ ფანები !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top