თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2016, 12:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1855,
კომენტარები: 4
ვან გაალი კლოპის მეთოდებზე საუბრობს
ვან გაალი კოლეგას სტილს გამოეხმაურა.
ვან გაალი კლოპის მეთოდებზე საუბრობს
ლუი ვან გაალი მზად იქნება იურგენ კლოპის "აგერსიული" ფეხბურთისთვის.

ვან გაალმა ბუნდესლიგა "ბაიერნში" გატარებულ პირველივე სეზონში მოიგო 2009/10 წლებში, მაგრამ მომდევნო სეზონში მისი გუნდი 10 ქულით ჩამორჩა კლოპის "ბორუსიას" და სეზონში ორივე მატჩი წააგო მომავალ ჩემპიონთან, ვან გაალმა კი "რეკორდმაისტერი" დატოვა.

ეს ტიტული მხოლოდ მერვე გამოდგა "ბორუსიასთვის" და პირველი, ცხრა წლის განმავლობაში. როცა ჰკითხეს, თუ როგორ მიაღწია ამას მისმა ახალგაზრდა და ნაკლებად გამოცდილმა კოლეგამ, ვან გაალმა განაცხადა:

"ისინი თამაშობდნენ აგრესიულ ფეხბურთს, რომელსაც ახლა კლოპი "ლივერპულთან" ერთად აჩვენებს. იმ დროს გერმანული გუნდები ამას არ იყენებდნენ.

მას ჰყავდა ძალიან კარგი გუნდი ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც არიან რობერტ ლევანდოვსკი, მარკო როისი და მატს ჰუმელსი. ისინი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდნენ, კარგად თამაშობდნენ და აჩვენებდნენ ისეთ აგრესიულ ფეხბურთს, როგორსაც ახლა აქ აჩვენებს".


კლოპის სტილისთვის დამახასიათებელ კიდევ ერთ ნიშანზე ისაუბრა ვან გაალმა და აღნიშნა, თუ რატომ არ იყენებს ტექნიკურ ზონას მისი კოლეგის მსგავსად.

"ყოველ მწვრთნელს აქვს იდენტურობა, პერსონალურობა და საკუთარი ფილოსოფია.

რა თქმა უნდა, ჩემი კარიერის დასაწყისში ამას მეც ვაკეთებდი, მაგრამ არა მგონია, გვერდითი ხაზიდან მატჩზე გავლენა იქონიო, ეს არის ჩემი გამოცდილება. გავლენას მოთამაშეთა შეცვლით, მათთან საუბრით მოახდენ და ხანდახან ვაკეთებ ამას კიდესთან მისვლით, თუმცა არა 90 წუთის განმავლობაში. ამის არ მჯერა. კლოპს ჰკითხეთ, რატომ იქცევა ასე".


ვან გაალმა თვისი მრისხანება 1995 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოვლინა, როცა "აიაქსის" ფეხბურთელის წაქცევისთვის "მილანის" კარში პენალტი არ დაინიშნა.

"ჰაერში ავხტი, რათა მსაჯის ასისტენტისთვის მეჩვენებინა, რა გაუკეთა მოედანზე მარსელ დესაილიმ იარი ლიტმანენს.

ჩემი აზრით, პენალტი იყო, მაგრამ მსაჯმა არ ჩასტვინა! მსაჯს ჩემი სახელი და საქციელი ჯერ კიდევ ემახსოვრება.

გვერდითი ხაზიდან გავლენას ვერ მოახდენ. არა მგონია, ინგლისელ მსაჯზე გულშემატკივარი ან მწვრთნელი გავლენას ახდენდეს.

ვფიქრობ, ტექნიკურ ზონაში არყოფნა შენი გრძნობების კონტროლიც არის. ბევრ გულშემატკივარს ვიცნობ, რომელიც მწვრთნელის მსგავსად აჩვენებს ამას, მაგრამ ეფექტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამის ჩვენება".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 იანვარი 2016 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აი როგორ უნდა დაეთანხმო ვან გაალს, როცა ფერგიუსონი გვერდით ხაზთან იდგა, საათს დაადებდა თითს და ყველას ეგონა, რომ დრო გასული იყო. არადა თვითონ ფერგიუსონი ამბობს, რომ მას საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა რამდენი იყო დარჩენილი მატჩის დამთავრებამდე, უბრალოდ ეს იყო ფანდი რომლითაც მსაჯების 99 პროცენტი ტყუვდებოდა. გასაგებია, რომ ფერგი იყო და მის სიტყვას ფასი ქონდა, მაგრამ უშუალოდ თამაშის დროს რომ მისცე მითითებები ფეხბურთელს და ფსიქოლოგიურად გაამხნევო, ამაში ცუდი რა არის მაინც ვერ ვხვდები. ან როგორ შეგიძლია იდო სკამზე, როცა შენი გუნდი ოლდ ტრაფორდზე ნორვიჩთან ორით-ნულს აგებს და ადგილიდან არ ინძრევი areyoukiddingme
0
№2
ავტორი: RojoDiablo
17 იანვარი 2016 15:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კიდესთან დგომასთან დაკავშირებით ორიგინალური ახსნა აქვს და სასაცილოც. სხვა ეფექტი აქვს, როცა მწვრთნელი დგას და გიყვირის, მაგრამ ამას არ სჯერა და რა ვქნათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
17 იანვარი 2016 15:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გიგზი კარგად გაუშვა გვერდით ხაზსთან winked უნდა ჩამოყალიბდეს თორე ყველა დაუწვავს რო იაგო ასპასია
0
№4
ავტორი: dachi_mu
17 იანვარი 2016 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ოხ შე ხისთავიანო :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top