კოლინ კაზიმ-რიჩარდსმა მემფის დეპაის ცხოვრების სტილი დაიცვა და განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის დამკვიდრებისთვის მას დრო სჭირდება.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ დეპაიმ ერედივიზის 2014/15 წლების სეზონი 22 გოლით საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით ჩაატარა.
ასეთი შედეგის შემდეგ 21 წლის ფეხბურთელი "იუნაიტედში" გადავიდა, მაგრამ მისი თამაში მასში გადახდილი ფულის მსგავსად გაქრა. გულშემატკივარს არა მარტო მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ აკმაყოფილებს დეპაის თამაში და ცხოვრების სტილი.
თუმცა, კაზიმ-რიჩარდს არ მიაჩნია, რომ დეპაის პირადი ცხოვრება მის თამაშზე ახდენს გავლენას.
"მან უბრალოდ უნდა აჩვენოს ის, რაც ყველამ იცის, რომ მას აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად გახდომის პოტენციალი. ხალხს დაავიწყდა, რის გავლამ მოუწია.
ის მხოლოდ 22 წლის არის (შეცდომა, 21 წლის) და პირველად ცხოვრობს ჰოლანდიის საზღვრებს გარეთ.
მე სახლი 19 წლის ასაკში (შეცდომა, 20 წლის) დავტოვე და თურქეთის ერთ-ერთ უდიდეს კლუბში ("ფენერბაჰჩე") გადავედი, სადაც გულშემატკივარი ათასჯერ უფრო ცუდად გექცევა, თუკი ფიქრობს, რომ კარგად არ თამაშობ.
მაგრამ ხალხი იმისთვის არის, რომ უყვარდე და სძულდე. ზუსტად ვიცი, რაზე ფიქრობს, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში ამაზე ვფიქრობდი. ყველა ბუზისგან სპილოს ქმნის.
მერე რა, თუ "როლს როისი" იყიდა! მერე რა, თუ ლამაზი საათი აქვს, ის გოგო ჰყავს ან ის გოგო. რა პრობლემაა?
ხალხმა პატივი უნდა სცეს იმას, რასაც მემფისი აკეთებს. მას აცვია 7-ნომრიანი მაისური, "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველაზე სათაყვანებელი. მასში 30 მლნ. ევრო გადაიხადეს, დააცადეთ პროცესის გავლა.
მემფისმა ბურთი ყოველ სამ წუთში უნდა მიიღოს ნაცვლად ყოველი წუთისა. ამ ყველაფრის შემდეგ უფრო გაძლიერდება", - განაცხადა რიჩარდსმა.