იურგენ კლოპი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ოდესღაც შეთავაზება მიიღო, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვება არ ისურვა.
ბრენდან როჯერსის შეცვლის შემდეგ 48 წლის სპეციალისტი "ლივერპულს" პირველად დაუპირისპირებს თავის მოსისხლე მტერს.
გერმანიის დატოვების შემდეგ კლოპმა არაერთი შეთავაზება მიიღო სხვადასხვა კლუბებისგან, მაგრამ ჯერ კიდევ იქ მუშაობის პერიოდში მას "იუნაიტედიც" დაუკავშირდა, როცა 2013 წლის აპრილში სერ ალექს ფერგიუსონმა კლუბი დატოვა.
"ვილაპარაკეთ. ბევრი არ გვილაპარაკია, მაგრამ ჩემთვის ბევრი იყო. მთელი დიალოგი უდიდესი პატივი იყო, სიმართლე რომ გითხრათ.
იყო დრო, როცა "იუნაიტედი" დაინტერესდა ჩემით, მაგრამ დორტმუნდს ვერ დავტოვებდი. აი ასე. აპრილში მომდევნო სეზონის დაგეგმარების მხოლოდ შუა პროცესში ხარ.
შენ გყავს ის ფეხბურთელი და ის ფეხბურთელი და ის ფეხბურთელი, რომელიც მოდის, მაგრამ შენ იქ აღარ ხარ? ასე არ ივარგებს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე არ ვაკეთებ.
რეალური შეთავაზების შესახებ არ მსმენია, მაგრამ რომ ყოფილიყო, არ მივიღებდი. ჯერ დორტმუნდში უნდა დამესრულებინა სამუშაო და სხვა რამეზე მერე მეფიქრა.
შესაძლოა, ჭკვიანური არ იყოს, მაგრამ ეს ჩემი სტილია. რა თქმა უნდა, დორტმუნდში ლოიალური ვიყავი. ასევე "მაინცშიც", - აცხადებს კლოპი.
"ლივერპულის" მწვრთნელმა თავისი კეთილგანწყობა გამოავლინა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მიმართაც, რომელსაც ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
"ზეწოლას, რომლის ქვეშ ვან გაალი იმყოფება, მთელ შენს ცხოვრებაზე აქვს გავლენა, მაგრამ არა ჩემს შემთხვევაში და არა ჩემი გუნდის მართვაზე ან რამე მსგავსზე.
თუ საქმე ისე არ მიდის, როგორც შენ გინდა, ყოველთვის ასე ხება - რაღაცის შეცვლაზე ან ყველაფრის ისე დატოვებაზე უნდა იფიქრო. ორივე გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია.
ცხოვრება მშვენიერი არ არის. ვიცი, მთელი მსოფლიო უყურებს საფეხბურთო მწვრთნელს და ფიქრობს: "მათ კარგად უხდიან", ასე რომ, მწვრთნელის გრძნობები არავის აღელვებს.
ასეთი რამ "იუნაიტედში" არ მინახავს, მაგრამ მსმენია. ვიცი, ლუი ახლა მედიით უკმაყოფილოა, მაგრამ ცხოვრებაში ხანდახან სხვა რამეზე უნდა გადაერთო და მეორე მხრიდან შეხედო.
მთელი ეს ბიუჯეტი გექნება, მაგრამ ასევე მთელი ეს ზეწოლაც, რაც სასიამოვნო არ არის. თუ ფეხბურთში ისეთი რამის შეცვლა გსურს, რაც კარგი არ არის, მაშინ ფიქრობ: "ცუდი, ცუდი, ცუდი - წადი".
ეს შეცვლა არ არის. ეს რომ პრობლემის გადაჭრის გზა იყოს, "იუნაიტედი" უკვე გააკეთებდა. მაგრამ ეს არ არის გზა, ამიტომაც არ იქცევიან ასე. ეს არ არის ჩვენი პრობლემა, მაგრამ ეს არის მწვრთნელის პრობლემა. საქმე იმაში არ არის, რომ მზე ყოველდღე საფეხბურთო მწვრთნელივით ანათებს".