თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2016, 12:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2722,
კომენტარები: 7
"ლივერპულის" მდგომარეობაში არასდროს ჩავვარდებით"
ვან გაალს კრახი ვერ წარმოუდგენია.
ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "იუნაიტედი" არასდროს იქნება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ამჟამად იმყოფება "ლივერპული" და არასდროს დასჭირდება მომდევნო ტიტულისთვის მოსაგებად კიდევ ერთი 26 წელიწადი.

"წითელ ეშმაკებს" სერ მეტ ბასბის უკანასკნელი ტრიუმფის შემდეგ (1967) სერ ალექს ფერგიუსონის პირველ ტრიუმფამდე (1993) 26–წლიანი ლოდინი დასჭირდათ.

ფერგიუსონმა, როგორც დაგვპირდა, "წყეული "ლივერპული" დაამხო" და კლუბი ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდად აქცია.

მაგრამ შოტლანდიელის მიერ 2013 წელს მოპოვებული თასი ჯერჯერობით უკანასკნელია "იუნაიტედისთვის".

"ლივერპულის" დიდების ერა 70–ანი და 80–ანი წლებით თარიღდება, მაგრამ კლუბი 1990 წლის შემდეგ ვეღარ ახერხებს პირველ ადგილზე გასვლას, მაისში კი უტიტულო პერიოდი 26 წელიწადს მიაღწევს.

ვან გაალს მიაჩნია, რომ იგივე ბედს "იუნაიტედი" არ გაიზიარებს:

"ვერ წარმომიდგენია, რომ იგივე შეემთხვეს "მანჩესტერ იუნაიტედს". ამას ვერ წარმოვიდგენ.

მაგრამ, თუ ეს დაემართა "ლივერპულს", შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედსაც" დაემართოს, მაგრამ წარმოუდგენელია, რადგან გარდაქმნის პროცესში ვართ და სწორი გზით ვვითარდებით.

შესაძოა, "ლივერპულს" უფრო მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ იგივეს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემთხვევაში ვერ წარმოვიდგენ – ეს ძალიან დიდი, კარგად ორგანიზებული კლუბია და ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქრუქტურა, რომელსაც ყოველწლიურად ვავითარებთ".


"იუნაიტედი" ნოემბერში პირველ ადგილზე ყოფნის შემდეგ ვერ ახერხებს კარგი თამაშის ჩვენებას და ამ პერიოდში გუნდმა შესაძლო 24 ქულიდან მხოლოდ ცხრა მოიპოვა, რაც ტიტულისთვის ბრძოლას ართულებს.

"პრემიერ ლიგა ახლა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე 10 წლის წინ იყო. მაშინ "ლივერპულისა" და "იუნაიტედის" განსხვავება სხვა დანარჩენ კლუბებთან უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლა არის.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შეიძლება იმის თქმა, რომ ცუდად ვთამაშობთ, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში პირველ სამეულში უნდა იყოს და იგივე ეხება "ლივერპულსაც", ჩემი აზრით.

მაგრამ სამეულში სეზონის ბოლოს უნდა იყო და არა ახლა. ეს უკეთესია, ვიდრე პირველი, ამაში გეთანხმებით, მაგრამ ჯერ კიდევ იმ სამ წელიწადში ვართ, რომელიც აქ უნდა გავატაროთ, გარდაქმნის პროცესში და შესაძლოა, მიზეზი ესეც იყოს.

მაგრამ ისევ ვიტყვი, რომ პირველი ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ახლა კი ვერ ვიბრძვით, რადგან "ნიუკასლის" წინააღმდეგ ვერ ვიგებთ. "ნიუკასლთან" შეიძლება დამარცხდე კიდეც, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ, როცა ხუთი წუთი დაგრჩა სათამაშოდ და 3–2 იგებ, მატჩი უნდა აკონტროლო.

მაგალითად, "ჩელსიმ" შარშან შეძლო, ჩემპიონმა ეს უნდა შეძლოს".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 იანვარი 2016 13:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
26 წელიწადი უტიტულოდ დავრჩეთ იმ თანხის და შესაძლებლობის ფონზე, რაც გუნდს აქვს, კატასტროფა იქნება. პირველი ასეთი შემთხვევა მთელი რიგი მიზეზებით იყო გამოწვეული, მაგრამ თანამედროვე ეპოქა ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც მაშინ იყო. ვერც მე წარმომიდგენია, 40 წლის ვიყო და იუნაიტედს ისევ 20 ტიტული ჰქონდეს, მაშინ როცა, 20 წლის გავხდი ვოცნებობდი, რომ იუნაიტედი ყოველთვის დამწეოდა ტიტულების რაოდენობით ასაკში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: abrama
16 იანვარი 2016 13:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Da exla ramdeni wlis gamodixar???
:D
0
№3
ავტორი: RedGirl
16 იანვარი 2016 15:12
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Warmodgenac ar minda rom igive ganmeordes manchestershic. Magram laparakit da tavis darwmunebit rom manchesters igive ar mouva, araferi gamova. Ragacebi shesacvlelia.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 იანვარი 2016 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხო ეს გამორიცხულია რა თქმა უნდა, რომ მანჩეტსერიც ამდენი ხანი იყოს უტიტულოდ როგორც ლივერპულია, თუმცა ლივერპულელებს აქვთ მიზეზი იმისა რომ ამდენი ხანი პრმიერ ლიგას ვერ იგებენ. მათიც ხო უნდა გვესმოდეს, რადგან ეს მიზეზი სერ ალექს ფერგიუსონია winked wink


3000... winked love gun2
0
№5
ავტორი: Giggsy
16 იანვარი 2016 18:13
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
ვან გაალი იმიტო მიყვარს ხო ყველანაირად ვაკრიტიკებ ხო მეზიზღება მარა ერთადერთი მიზეზი რამაც შეიძლება ხშირ შემთხვევაში თავი შემაკავებინოს ისაა რომ ლივერპული ეზიზღება ეს მანჩეს მწვრთნელის მთავარი თვისებაა გაალაში კი ვამჩნევ რო ლივერცენზურაები დასანახად ეზიზღება და კარგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№6
ავტორი: GeorgeBest
16 იანვარი 2016 18:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არც ისე შორს ვართ მაგ ჩავარდნისგან winked
0
№7
ავტორი: marcos
17 იანვარი 2016 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
როცა შენხარ მწვრთნელი ვაან გაალ რაგაც მეეჭვება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top