პრემიერ ლიგის 22–ე ტურის ცენტრალური მატჩის პრევიუ.
"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "ენფილდი", ლივერპული
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 22-ე ტური
თარიღი: კვირა, 17 იანვარი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი
მატჩის დასაწყისი: 18:05, (ჩვენი დროით)
"ლივერპული"
ტრავმირებულები: კოუტინიო, შკრტელი, ლოვრენი, ორიგი, სტარიჯი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Mignolet, Clyne, Toure, Sakho, Moreno, Henderson, Can, Milner, Ibe, Firmino, Lallana, Ward, Caulker, Smith, Lucas, Allen, Teixeira, Benteke, Randall, Chirvella, Ojo, Sinclair.
მცველი დეიან ლოვრენი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩამდე ტრავმის მოშუშებას ვერ მოასწრებს. მერსისაიდელთა ლაზარეთში რჩება დანიელ სტარიჯი.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, ვალენსია, როხო, პაუელი, კერიკი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯონსი, შვაინშტაიგერი
განაცხადი: De Gea, Romero, Valdes, Darmian, McNair, Smalling, Varela, Blind, Fellaini, Herrera, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Schweinsteiger, Young, Depay, Martial, Rooney.
ბასტიან შვაინშტაიგერსა და ფილ ჯონს მოედანზე გასვლის მცირედი შანსი აქვთ. შესაძლოა, ადნან იანუზაი სათადარიგოთა სკამზე ვიხილოთ, ხოლო მაიკლ კერიკი, ლუი ვან გაალის თქმით, ტრავმირებულთა რიცხვს შეემატა.
"ლივერპული"
მე-9 ადგილი, 31 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-წ-მ-მ-წ-ფ
"ლივერპულმა" პრემიერ ლიგის ბოლო შვიდ მატჩში რვა ქულა აიღო - 2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.
მიუხედავად ამისა, იურგენ კლოპის გუნდი ბოლო ოთხ შეხვედრაში არ მარცხდება - 2 მოგება, 2 ფრე.
პრემიერ ლიგის ბოლო ორი შეხვედრიდან სამში "ლივერპულს" 90 წუთი ან მეტი დასჭირდა იმისთვის, რომ მატჩში ერთი ქულა აეღო.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-6 ადგილი, 34 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-წ-წ-ფ-მ-ფ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ბოლო რვა შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.
"წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის ჩემპიონატში ბოლო 6 მატჩში 10 გოლი გაუშვეს. ზუსტად იმავე რაოდენობის გოლი გუნდმა წინა 15 მატჩში გაუშვა.
ლუი ვან გაალი და იურგენ კლოპი ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ გერმანიის ჩემპიონატში, როცა "ბაიერნსა" და "ბორუსიას" წვრთნიდნენ შესაბამისად. ორივე მათგანის ანგარიშზე 2 გამარჯვება ირიცხება.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"ლივერპული"
წამყვანი ბომბარდირი: ბენტეკე - 7 გოლი (6 ლიგაში).
კრისტიან ბენტეკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო სამივე მატჩში გაუტანა, მაგრამ მისი გუნდი მაინც ვერ ახერხებდა გამარჯვებას - 2 წაგება და 1 ფრე.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 11 გოლი (5 ლიგაში).
გასულ ტურში "ნიუკასლის" კარში ორი გოლის გატანის შემდეგ უეინ რუნი პრემიერ ლიგაში ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით ტიერი ანრის გაუთანაბრდა - ორივეს ანგარიშზე 175 გოლია.
2012 წლის მარტის შემდეგ რუნის პირველად აქვს შანსი "იუნაიტედის" მიერ ჩატარებულ ზედიზედ 4 მატჩში გაიტანოს გოლი.
ხუან მატამ გაიტანა სამი გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა "ლივერპულის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში გამართულ ბოლო 6 მატჩში.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 193-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 78-ჯერ იზეიმა, "ლივერპულმა" 64-ჯერ, ხოლო 51 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო რვა მატჩიდან 6 მოიგო, ბოლო სამიდან კი- სამივე.
მიუხედავად ამისა, "ლივერპული" "ენფილდზე" "იუნაიტედის" წინააღმდეგ ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა - 4 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.
ამ გუნდებს შორის მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ჩატარებულ მატჩში "იუნაიტედმა" "ლივერპულის" კარში გადაგზავნილი სამივე ბურთი გოლად აქცია.
"ლივერპული" პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში 11-ჯერ დამარცხდა სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" - მეტი, ვიდრე "ენფილდზე" ჩასულ ნებისმიერ სხვა გუნდთან.
მხოლოდ "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებებში ინიშნებოდა უფრო მეტი პენალტი (19) პრემიერ ლიგის ეგიდით, ვიდრე "ლივერპულისა" და "იუნაიტედის" მატჩებში (18).
პრემიერ ლიგის ისტორიაში მხოლოდ "ლივერპულისა" და "ევერტონის" შეხვედრაში აძევებდა მსაჯი ფეხბურთელს უფრო ხშირად (20), ვიდრე "ლივერპულისა" და "იუნაიტედის" შეხვედრაში (16).
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
გოლების საერთო რაოდენობა
საგოლე პოზიციები
გოლის გატანის დრო
ბარათები
პენალტები
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "იუნაიტედი" - 66 მოგება, "ლივერპული" - 55 მოგება, ფრე - 44.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 26 მოგება, "ლივერპული" - 12 მოგება, ფრე - 8.
"ლივერპულის" სტადიონი
ლიგა: "ლივერპული" - 38 მოგება.
"იუნაიტედი" - 24 მოგება, ფრე - 19.
პრემიერ-ლიგა: "ლივერპული" - 8 მოგება.
"იუნაიტედი" - 11 მოგება, ფრე - 4
წინა ანალოგიური შეხვედრა
"ლივერპული" 1-2
"მანჩესტერ იუნაიტედი"კვირა, 22 მარტი, 2015 წელი
სწრებადობა: 44, 405
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გოლი "ლივერპულის" რიგებში: სტარიჯი 69'
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: მატა 14', 59'
გაძევება: ჯერარდი 46'
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში იმსაჯა, 86 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: საიმონ ბეკი, რიჩარდ უესტი
სათადარიგო არბიტრი: როჯერ ისტი