"ენფილდზე" გასამართი შეხვედრის მთავარი დაპირისპირება.
პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეტოქეობა კვირას საღამოს აიღებს სტარტს, გუნდები კი ერთმანეთს გამარჯვების წყურვილით დაუპირისპირდებიან.
იურგენ კლოპის "ლივერპული" კვლავ ცდილობს კარგი შედეგის მიღწევას, ლუი ვან გაალს კი იმედი აქვს, რომ ლივერპულს ლამაზი თამაშითა და სამი ქულით დატოვებს.
მატჩის შედეგის მთავარი განმაპირობებლები შესაძლოა, აღმოჩნდენ ორი ფეხბურთელი, რომელთა თამაში მნიშვნელოვანი იქნება ორივე კლუბისთვის.
სანამ "ლივერპული" სტაბილურობას დაეძებს, ერთ-ერთი ფეხბურთელი ნამდვილად გამორჩეულია მის რიგებში და მას ემრე ჯანი ჰქვია. ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, მასზე მეტი წუთი კი მოედანზე მხოლოდ ნათანიელ კლაინმა და სიმონ მინოლემ დაჰყვეს.
22 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც სამშაბათს აღნიშნა დაბადების დღე, "ლივერპულში" გატარებული პირველი სეზონი ძირითადად დაცვაში ითამაშა, მაგრამ წელს ნახევარდაცვას დაუბრუნდა, როცა მერსეისაიდული კლუბი ტრავმებმა მოცვეს.
კლოპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება – შეეცვალა პოზიცია ჯანისთვის – იმით არის გამოწვეული, რომ ემრე საუკეთესო მეპასეა გუნდში. გერმანელმა ფეხბურთელმა თავის თანაგუნდელებთან შედარებით ყველაზე მეტი ზუსტი პასი გააკეთა.
"ლივერპულის" პასები - პრემიერ ლიგა 2015/16მისი ენერგიაც განსაცვიფრებელია – მიმდინარე სეზონში მხოლოდ ნათანიელ კლაინმა და ჯეიმს მილნერმა დაფარეს უფრო მეტი მანძილი "ლივერპულის" რიგებში.
ჯანი მიმდინარე სეზონში "ლივერპულში" რეგულარულად თამაშობს, მაგრამ ხუან მატა ამ მაჩვენებლით მაინც აჭარბებს მას. ესპანელმა პრემიერ ლიგის 21–ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და "ნიუკასლთან" მატჩამდე თითოეულ მათგანს სასტარტო შემადგენლობაში იწყებდა.
პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩები ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშუფრო ზუსტად, "იუნაიტედის" მწვრთნელად ვან გაალის დანიშვნის შემდეგ მატამ და მისმა თანამემამულე დავიდ დე ხეამ პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს (54), უფრო მეტი წუთი კი დე ხეასა და უეინ რუნის აქვთ გატარებული მოედანზე.
მატა ცნობილია თავისი კრეატიულობითა და შემტევი უნარებით, საგოლე გადაცემების რაოდენობით კი გუნდში ლიდერობს, მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში პარტნიორებს 30 მომენტი შეუქმნა, რაც რვით მეტია, ვიდრე "იუნაიტედის" ნებისმიერი ფეხბურთელის მაჩვენებელი. რაც შეეხება გოლის გატანას, მხოლოდ რუნისა და ენტონი მარსიალს აქვთ გატანილი უფრო მეტი გოლი (5–5), ვიდრე მატას (4).
"მანჩესტერ იუნაიტედი" – მანძილი და აჩქარება (2015/16)ჯანის მსგავსად, მატას ენერგიაც განსაცვიფრებელია – ესპანელი კვლავ ლიდერობს თავის კლუბში დაფარული მანძილისა და აჩქარების მაჩვენებლით.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ვან გაალის მოსვლის შემდეგ "ლივერპულს" სამივე მატჩი მოუგო და თუ მატა, რომელმაც ამ მატჩებში გატანილი რვა გოლიდან ხუთში მიიღო მონაწილეობა სამის უშუალოდ გატანითა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთებით, ნახევარდაცვაში აჯობებს ჯანს, ასეთი შედეგი კვლავ გაგრძელდება.
წყარო:
skysports