"ლივერპულის" მცველ კოლო ტურეს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა ძლიერი ხასიათი უნდა გამოავლინოს და ხმაურიანი გულშემატკივრის მხარდაჭერა გამოიყენოს, რათა "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხოს.
ამჟამად "წითელი ეშმაკები" სატურნირო ცხრილში სამი ქულით აჭარბებენ "ლივერპულს", 34 წლის მცველს კი მიაჩნია, რომ შესაბამისი თამაშის ფონზე ამ სხვაობის აღმოფხვრა უახლოეს მატჩში შეიძლება.
"ჩვენთვის მორიგი დიდი მატჩი იქნება. ბოლო დროს ძალიან დიდი გაუმჯობესება შეიმჩნევა ჩვენს ხასიათში და ეს მნიშვნელოვანია, როცა დიდი კლუბი ხარ. ვერასდროს დანებდები. როცა მატჩის წაგებაზე უარს ამბობ, ხშირად აღმოაჩენ, რომ მოიგე.
"არსენალის" წინააღმდეგ ხასიათი და მონდომება ვაჩვენეთ, ბოლომდე ვიბრძოდით. გიჟური თამაში, გიჟური საღამო იყო.
დაცვა კარგად არ გამოიყურებოდა, სამი გოლი გავუშვით, ამიტომ მომდევნო თამაშში, "იუნაიტედის" წინააღმდეგ უფრო ძლიერად უნდა დავიცვათ თვი.
ასეთი მატჩების მოგება მხოლოდ ძლიერი ხასიათით შეიძლება. თუ ვიქნებით ძლიერები და გულშემატკივარიც ისე დაგვიჭერს მხარს, როგორც "არსენალთან", დამატებით ძალას შევიძენთ", – განაცხადა აფრიკელმა.