"დიდი მატჩი იქნება. ორივე გუნდმა გაიტანა და გაუშვა სამი გოლი შუა კვირაში, ამიტომ ამ მატჩისგან სხვა არაფერს მოველი, თუ არა გოლებს.
"ლივერპული" თავს ვერ დაიცავს, მაგრამ შეუტევს. ფრე არც ერთ გუნდს არ აწყობს, ამიტომ სანახაობრივ ფეხბურთს ვიხილავთ. ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ითამაშებს.
თუმცა ამ ორ გუნდს შორის არჩევანს ვერ გავაკეთებ და 2-2 ფრეს ვიტყვი, თანაც რუნი თავის გოლს კვლავ გაიტანს" - პოლ მერსონი.