კვირას, იურგენ კლოპი პირველად იგემებს განსაკუთრებულ ატმოსფეროს "ენფილდზე", რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ვიზიტი გამოიწვევს. მაგრამ ეს პირველი დაპირისპირება არ იქნება ლუი ვან გაალთან. ადამ ბეიტი მათ მეტოქეობას განიხილავს და მატჩის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ორივე მათგანს ჰქონდა გამორჩეული მომენტი ერთმანეთის წინააღმდეგ. ვან გაალისთვის, ეს იყო მოგზაურობა დორტმუნდში, სადაც 5-1 გაიმარჯვა მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად. ეს მატჩი მნიშვნელოვანი იყო მიუნხენელებისთვის, რადგან გუნდი ახლოს იყო ტრებლთან.
კლოპისთვის მნიშვნელოვანი მომენტი მომდევნო სეზონში შედგა, როდესაც "დორტმუნდმა" "ბაიერნი" დაამარცხა მათსავე კედლებში. როგორც მიუნხენის ჟურნალისტი, ქრისტიან ეიქლერი აღწერს, "ეს იყო შედევრი", და ბორუსიელების განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯი. ვან გაალმა პოსტი რამდენიმე კვირაში დატოვა.
ქვემოთ მოყვანილია მათი ოთხი ურთიერთშეხვედრა...
დორტმუნდი 1-5 ბაიერნი - 12 სექტემბერი 2009 წელი"ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ ნახევარდაცვაში, რათა არ მივცეთ მათ თავისუფალი სივრცე,"-განაცხადა კლოპმა მატჩის წინ. მაგრამ მას შემდეგ, რაც მატს ჰუმელსმა ანგარიში გახსნა, დორტმუნდელებმა საკუთარ კარში ხუთი გოლი მიიღეს მარიო გომესის, ბასტიან შვანშტაიგერის, რიბერისა და ტომას მიულერის ხარჯზე.
განსაკუთრებული დატვირთვის აღმოჩნდა რიბერის გოლი, როდესაც ფრანგი აღსანიშნად მწვრთნელისკენ გაეშურა და ამით დაამკიცა, რომ მასსა და მწვრთნელს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს. "ყოველთვის მსიამოვნებს, როდესაც ფეხბურთელი თავის გოლს ჩემთან ერთად აღნიშნავს," თქვა ვან გაალმა. "ფრანკმა ყველას აჩვენა თუ როგორ უყვარს მწვრთნელი".
ბაიერნი 3-1 დორტმუნდი - 13 თებერვალი 2010 წელი"დორტმუნდი" მატჩის უმეტეს ნაწილში დომინირებდა, მაგრამ შეხვედრა სტუმრების დამარცხებით დასრულდა- ზედიზედ მეათე მატჩი "ბაიერნის" წინააღმდეგ. მუჰამედ ზიდანმა ანგარიში გახსნა, მაგრამ მარკ ვან ბომელმა, არიენ რობენმა და გომესმა წერტილი დასვეს იმ მატჩში.
კლოპმა მატჩის შემდეგ მსაჯი გააკრიტიკა: "მისმა შეცდომებმა სიტუაცია უფრო გაამძაფრა"- და ასევე აღნიშნა მისი ფეხბურთელების მიერ ხელიდან გაშვებული მომენტები. "ჩვენ რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, თუმცა ჩემი ბიჭებით მაინც კმაყოფილი ვარ."
დორტმუნდი 2-0 ბაიერნი - 3 ოქტომბერი 2010 წელიკლოპმა, როგორც იქნა შეძლო "ბაიერნის" დამარცხება საკუთარ კედლებში. თავი გამოიჩინეს ლუკას ბაროშმა და ნური საჰინმა.
"დროა ყველამ გავიღვიძოთ", ამბობს ული ჰენესი მესამე მარცხის შემდეგ შვიდი მატჩიდან. ამავდროულად, ვან გაალმა ყველას მოუწოდა, რომ სიმშვიდე არ დაკარგონ: "სეზონი ჯერ არ დასრულებულა და ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. რთულია, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ".
ბაიერნი 1-3 დორტმუნდი - 26 თებერვალი 2011 წელიდორტმუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰამ ვაცკემ მატჩის წინ განაცხადა, რომ თასზე ფიქრი სრულიად არარეალურია, თუმცა მიუნხენში გამარჯვების შემდეგ, ანგარიშით 1-3, სიტუაცია სრულიად შეცვალა.
ანგარიში ბაროშმა გახსნა, თუმცა ლუის გუსტავოს საშუალებით მიუნხენელებმა ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ მოჰყვა საჰინისა და ჰუმელსის გოლები, რამაც სამი ქულა მოუპოვა დორტმუნდს და ვან გაალის გუნდი 16 ქულით ჩამოიტოვა ცხრილში. დორტმუნდს ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ჰყავდა ბუნდესლიგის ისტორიაში, რომლის საშუალო ასაკი 22 წელს შეადგენდა. ყველაფერთან ერთად, ვან გაალმაც აღიარა, რომ ისინი გამარჯვებას იმსახურებდნენ.
რას გვეუბნება ეს კლოპზე?კლოპისთვის ვან გაალის წინააღმდეგ თამაში არის კონტრასტი ქაოსსა და კონტროლს შორის. პოზიციურობა ბურთის ფლობის წინააღმდეგ. მას სიამოვნებს იმის ცოდნა, რომ ამან შეიძლება გაჭრას, მაგრამ ამავდროულად აქვს გამოცდილება, რა შეიძლება მოხდეს თუ ფეხბურთელები მის მოცემულ დავალებას ვერ შეასრულებენ.
გერმანელი განსაკუთრებულ სიხარულს განიცდის ჰოლანდიელის წინააღმდეგ თამაშის დროს. მისმა გუნდმა ანგარიში პირველ ათ წუთში გახსნა მათ ბოლო სამ შეხვედრაში ოთხიდან და "ლივერპულის" აგრესიული პრესინგი "სიტის" წინააღმდეგ, რომელიც კლოპის სასარგებლოდ დასრულდა ანგარიშით 4-1, შეგვიძლია, ნიმუშად გამოვიყენოთ.
"პირველი 30-35 წუთი საუკეთესო იყო რაც მინახავს, არა მხოლოდ კლოპის დროს, არამედ მთელი ჩემი კარიერის მანძილზე,"-აცხადებს კარაგერი. "თითქოს წითელი ისრები თამაშობენ "ლივერპულის" მაისურით."
კლოპს არაფერი აქვს სანერვიულო თუ შვანშტაიგერი გამოჯანმრთელდება მატჩამდე. ყოფილი გერმანელი კაპიტანი კარგად იქნა იზოლირებული კევინ გროსკროიტცის მიერ კლოპისა და ვან გაალის უკანასკნელ დაპირისპირებაში.
შვანშტაიგერი პრობლემებს განიცდის, როდესაც მას მოედანზე ავიწროებენ და ეს ნათელი იყო ოქტომბრის მატჩში "არსენალის" წინააღმდეგ. კლოპი ამას უეჭველად გაითვალისწინებს. როგორც გარი ნევილმა ახსენა, "იუნაიტედი" შოკირებული თამაშობდა "არსენალის" წინააღმდეგ და მოსალოდნელია, რომ ანალოგიურ ხერხს მიმართავს "ლივერპულიც".
რას გვეუბნება ეს ვან გაალზე?
კლოპის წინააღმდეგ დაპირისპირება მინიმალურია იმ პრობლემებთან შედარებით, რასაც ვან გაალი განიცდის "იუნაიტედში". სეზონის პირველ ნახევარში, გუნდი ბურთის ფლობით გამოირჩეოდა, მაგრამ ის, რაც კლინიკურად ითვლებოდა, მალე სტერილურად იქცევა.
სეზონით ადრე, სანამ ვან გაალი "ბაიერნს" ჩაუდგებოდა სათავეში, მიუნხენლებსა და დორტმუნდელებს შორის რეკორდული დარტყმები განხორციელდა კარის მიმართულებით. 48 დარტყმა, აქედან 38 იყო ბაიერნის მხრიდან. ვან გალის მოსვლის შემდეგ 2010 წელს, ეს მაჩვენებელი 11-მდე დაეცა, ხოლო "დორტმუნდის" მხრიდან 17-მდე გაიზარდა, თუმცა ანგარიში ჰოლანდიელის სასარგებლოდ მეტყველებს 3-1.
შემდეგ ჯერზე, როდესაც ეს ორი გუნდი ერთმანეთს შეხვდა, "ბაიერნი" 62–პროცენტიანი ბურთის ფლობით გამოირჩეოდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. მწვავე მომენტების რაოდენობა შემცირდა, რაც დამახასიათებელია ვან გაალისთვის და ნაცნობია "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის.
"ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში ბურთს ვფლობდით, შევქმენით 4-5 მომენტი, მაგრამ ვერ გავიტანეთ. "დორტმუნდი" უშანსოდ იყო, მაგრამ პირველივე მათი დარტყმა გოლად იქცა." - განაცხადა ვან გალმა.
"ბაიერნის" ხელმძღვანელმა კი სულ სხვა აზრი გამოთქვა: "ჩვენ საშიშროების წინაშე ვდგავართ. დროა დავიწყოთ გატანა".
შეჯამებასტილი ქმნის ბრძოლას, როგორც წარსული გვკარნახობს, ვან გაალის და კლოპის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს. კლოპის პრესინგი თუ ვან გალის კონტროლი? ნებისმიერ შემთხვევაში, გავიხსენოთ ივიცა ოლიჩის სიტყვები:
"თუ ჩვენ წავაგეთ, მთელი ჯოჯოხეთი თავს დაგვატყდება".
წყარო-Skysports