"მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ დავიდ დე ხეას შენარჩუნების შანსი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც FIFA-მ მადრიდის "რეალს" ტრანსფერების განხორციელება აუკრძალა.
ორივე მადრიდულ კლუბს, "რეალსა" და "ატლეტიკოს" 18 წლამდე ფეხბურთელთა შეძენისას წესების დარღვევის გამო უახლოეს ორ სატრანსფერო ფანჯარაზე ტრანსფერის განხორციელება აეკრძალა.
როგორც მინიმუმ, ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ისურვებს, რომ "რეალში" ან "ატლეტიკოში" გადავიდეს, 2017/18 წლების სეზონის დაწყებამდე ვერ ითამაშებს.
როგორც პრესა იტყობინებოდა, მადრიდის "რეალი" კვლავ იყო დაინტერესებული დავიდ დე ხეას გადაბირებით, თუმცა ამჯერად ეს უფრო რთული იქნება, ვიდრე გასული წლის ზაფხულში.