"სუონსისთან" მატჩისგან განსხვავებით, გუნდებს განლაგებისა და შემადგენლობის მხრივ სიურპრიზი არ მოუწყიათ. ერთადერთი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, მატას არყოფნაა, რომელსაც, როგორც ვან გაალმა თქვა, დასვენების საშუალება მისცა.
შოუს ტრავმის შემდეგ მუდმივ შეკითხვას "ვინ ითამაშებს დაცვის ფლანგებზე?" ასეთი პასუხი გაეცა: დარმიანი მარცხვნივ, იანგი მარჯვნივ.
"ნიუკასლი" მისთვის ჩვეული სქემითა და სტანდარტული შემადგენლობით გამოვიდა.
მატჩის მიმდინარეობისას "იუნაიტედმა" ორი ცვლილება განახორციელა. ლინგარდის ნაცვლად მოედანზე გავიდა დეპაი, ერერა კი შეცვალა მატამ, შეტევაში მარსიალი აღმოჩნდა ცენტრფორვარდის პოზიციაზე, ხუანი მარჯვენა ფლანგზე, რუნი კი ათიანზე.
შეცდომები
უეინ რუნიმ გუნდის დაცვითი მოქმედებით უკმაყოფილება გამოხატა და მიანიშნა, რომ შემტევი ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებდნენ გამარჯვებისთვის. მოდით, "ნიუკასლის" მიერ შექმნილ მომენტებში გავერკვეთ.
28–ე წუთი, ვეინალდუმის დარტყმა
პირველი სახიფათო მომენტი, რომელიც გოლით უნდა დასრულებულიყო, 1–0 ანგარიშზე "იუნაიტედის" კართან შეიქმნა. აუტის ჩვეულებრივად მოწოდებამ ვეინალდუმის ერთი–ერთზე გაყვანა გამოიწვია.
სახიფათო მომენტი გამოიწვია რამდენიმე შეცდომამ. ჯერ ბლინდმა მისცა თავის მოწინააღმდეგეს პასის მიღების, სიტუაციის შეფასებისა და გადაცემის გაკეთების საშუალება აუტის მოწოდების დროს. დააკვირდით მორგანის პოზიციას, ის მეურვეობს მოთამაშეს, რომელიც მოგვიანებით მიიღებს ბურთს.
ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ შნეიდერლინი დაიძრა წინ, ბლინდის ფეხბურთელისკენ. ვეინალდუმი გათავისუფლდა და ბურთი მიიღო.
თითქოს სმოლინგს მორგანი უნდა დაეზღვია, მაგრამ არც კრისის მოქმედება იყო საუკეთესო. მან პასის გაკეთების საშუალება მისცა ოპონენტს და მოგვიანებით ვეინალდუმის გახსნას ვერ მიუსწრო. იანგი პერესს ვერ ავიწროებს და მას კედლის გათამაშების ნებას აძლევს.
მთელი დაცვა ჩაფლავდა. უნდა აღინიშნოს "ნიუკასლის" შეტევის სისწრაფე. უბრალო კომბინაციის სწრაფად შესრულებას სახიფათო მომენტი მოჰყვება.
ეპიზოდი სრულად:
42-ე წუთი, ვეინალდუმის გოლი
"მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ დაფიქსირებულ 2-0 ანგარიშზე "ნიუკასლმა" გოლი გატანა მოახერხა. ტაიმის მიწურულს გუნდის განლაგებაში გაურკვევლობამ პრობლემები გამოიწვია.
წესი:
ჩვენი ეპიზოდი სწორედ ამ კერძო შემთხვევიდან არის, იმ პირობით, რომ დამცველი გუნდი გაცილებით სიღრმეში ზის და მხოლოდ ისღა დარჩენია შემტევს, რომ ბურთი საჯარიმოში ჩააგდოს, იქ კი მისთვის ბრძოლა საუკეთესო ვარიანტია. სწორედ ასე მოხდა.
"ნიუკასლის" ფეხბურთელებმა მარჯვენა ფლანგიდან ბევრი და ხშირი შეტევის შედეგად რუნი და ერერა გაიტაცეს, ეს ორი ფეხბურთელი კი პირველი ტალღის პრესინგზე აგებს პასუხს. ამან ცენტრალური ზონის გათავისუფლება გამოიწვია, სადაც "იუნაიტედის" რომელიმე ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ასეთი ვარიანტით: მარსიალი, ფელაინი, შნეიდერლინი. მათგან რომელიმე რომ მდგარიყო ცენტრში, კოლოჩინის ამდენი დრო არ ექნებოდა გადაწყვეტილების მისაღებად, არადა, სწორედ მისი გადაცემა გახდა საგოლე შეტევის საბაბი.
აქ უნდა აღინიშნოს, რომ მარსიალმა "ნიუკასლის" ფეხბურთელი ფლანგზე გაიტყუა, სწორედ ამიტომ ვაკეთებ აქცენტს ფელაინისა და შნეიდერლინზე.
ბურთის ასხლეტისა თუ დაგდების შემდეგ, ვისაც როგორ ურჩევნია, ბურთზე პირველი მასპინძელთა ფეხბურთელი მივიდა, რაშიც, ეჭვგარეშე დამნაშავეა კრის სმოლინგი, რომელმაც წინ აიწია და აჩქარება დააგვიანა.
ეპიზოდი სრულად:
52-ე წუთი, სისოკოს დარტყმა
მეორე ტაიმში კვლავ მოხდა იგივე სიტუაცია, უკვე კერძო შემთხვევის პირობის გარეშე. ცენტრალური ზონა "იუნაიტედის" ფეხბურთელებს არ მოიცავს, კოლოჩინი კვლავ მშვიდად იღებს ბურთს და წინ ზუსტ გადაცემას აკეთებს.
სისოკოს შესანიშნავი მოქმედებები და მხოლოდ დე ხეა შველის გუნდს.
68-ე წუთი, თამაშგარე
ვერც საოცრების გარეშე დამთავრდა მატჩი: დარმიანმა ზუსტი პასი გაუკეთა თავდამსხმელს.
დააკვირდით ბლინდის მოქმედებებს, იგი თამაშგარის ხაზს აკონტროლებს და დროულად ჩერდება, რათა პასი თამაშგარე მდგომარეობაში გაკეთდეს.
69-ე წუთი, სისოკოს გარღვევა
კოლიჩინი მორიგ შეტევას იწყებს, რის შემდეგაც სისოკო ატყუებს დარმიანსა და ბლინდს, აკეთებს პასს 11-მეტრიან ნიშნულთან. "იუნაიტედს" აშკარად გაუმართლა.
90-ე წუთი, დამეტის გოლი
გატანილი გოლის შემდეგ "იუნაიტედი" ბურთს დამაჯერებლად დაეუფლა და მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან გაჰყავდა დრო, ხანდახან კი მის ფარგლებშიც იღებდა პასს. მაგრამ ბურთის დაკარგვამ "ჯორდებს" თავიანთი ერთადერთი შეტევის გაკეთების საშუალება მისცა და ბურთი კვლავ მარჯვენა ფლანგზე ("იუნაიტედისთვის" მარცხენა) გადავიდა, სადაც მრავალგზის ტანჯული დარმიანი კიდევ ერთხელ გააბითურა "ნიუკასლის" თავდამსხმელმა. წინააღმდეგობა აჩვენა დეპაიმაც.
მარჯვენა ფლანგზე სუსტმა დაცვითვა მოქმედებებმა ცენტრში რამდენიმე პასი გამოიწვია, რომელთაგან ერთ-ერთი ბურთის გადაგდებით და დამეტის დარტყმით დასრულდა. რიკოშეტი - ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითობაა, მაგრამ პირველ რიგში, ამის მიზეზი ჩვენი გუნდის მარცხენა ფლანგის მორიგი ჩავარდნაა.
***
"ნიუკასლს" ლიგაში თავისი ადგილის მიუხედავად, მართლაც ჰყავს დიდებული ფეხბურთელები, რომელთა უმეტესობამ "იუნაიტედის" დაცვის სისუსტით ისარგებლა.
პირველ ყოვლისა, ეს არის არასაკმარისი პრესინგი და ბურთის მფლობელ ფეხბურთელზე ნაკლები ზეწოლა, კერძოდ კი ფაბრიციო კოლოჩინიზე. არგენტინელს ჰქონდა სივრცე და დრო, რაც შესანიშნავად გამოიყენა. კოლოჩინი ნამდვილად იმსახურებს "ნიუკასლის" რიგებში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მატეო დარმიანის თამაში. როგორც ჩანს, მაკლარენმა თავის ფეხბურთელებს სწორედ დარმიანის ფლანგიდან შეტევა დაავალა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დარმიანი ორთაბრძოლებში მოიკოჭლებს. იგივე ეხება ბლინდსაც.
"იუნაიტედის" დაცვის მარცხენა ფლანგზე მთელი შეტევების 51% მოდის. ზემოთ განხილული მომენტებიც ერთი მხარისკენ გადახრას აჩვენებს.
შეტევა
უნდა აღინიშნოს, რომ ლინგარდის გამოჩენამ "იუნაიტედის" კომბინაციურ თამაშს დაუდო საფუძველი.
"იუნაიტედის" სასარგებლოდ ანგარიში უკვე 27–ე წუთზე შეიძლებოდა ყოფილიყო 2–0 და ეს პირველ რიგში ჯესის დამსახურებაა, რომელმაც დარმიანის ცუდი გადაცემის შემდეგ მოიგო ბურთი და რუნი მეკარის პირისპირ გაიყვანა.
შეტევაში ჩართვა და 39–ე წუთზე მომენტის გამოყენება ყოველგვარი შექების საზღვრეს სცდება.
გასაოცარია, როგორ შეიძლება ფეხბურთელმა გამოიყენოს ასეთი რთული მომენტი კუთხიდან და ააცილოს ასეთი ხელსაყრელი პოზიციიდან.
ლინგარდი შესანიშნავად ართმევს თავს შეტევაში რუნის პარტნიორის როლს, მაგრამ მის ბომბარდირულ უნარზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი, მათ შორის, შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც.
სხვათა შორის, რაც შეეხება რუნის, არ ეხება მარსიალს. ჯესისა და ანტონის ურთიერთგაგება უკეთესის სურვილს ტოვებს.
განვიხილოთ პირველი ტაიმის მიწურულს შემდგარი ეპიზოდი. "იუნაიტედის" მორიგი კარგი კონტრშეტევა, რომელიც დაიწყო ერერამ. ენტონი იწევს ცენტრში და ჯესი ძალიან ჭკვიანურად იხსნება ორ მცველს შორის. მაგრამ მარსიალი უკვე დარტყმას აპირებს. საბოლოოდ მხოლოდ კუთხური.
ეპიზოდის ვიდეო:
ენტონი, მიუხედავად ბურთთან მოყრობის უნარისა და ტექნიკისა, პასს ხშირად აგვიანებს.
ლიდევ ერთი სიტუაცია მეორე ნახევარში. ერერაზე გაკეთებულ მორიგ პასს ხიფათის შექმნა შეეძლო. ანდერს შეეძლო ლინგარდზე გაეკეთებინა პასი ან კარისკენ თვითონ წასულიყო, რისთვისაც საკმარისი სივრცე ჰქონდა. მაგრამ საბოლოოდ, ბურთი მხოლოდ დარმიანამდე მივიდა.
ეს კერძო შემთხვევები, რომელთაც ქრონიკული ხასიათი არ აქვთ. მარსიალი კვლავინდებურად არის "იუნაიტედის" ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ეს ბიჭი უფრო მეტად უნდა ენდოს თანაგუნდელებს.
მსაჯი
"ნიუკასლთან" მატჩს მ*** დინი სჯიდა.
ჩვეულებრივ, განხილვაში მსაჯებს არ ვახსენებთ, რადგან მატჩებს გუნდები იგებენ და გუნდები აგებენ, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევა, როცა მსაჯი მატჩის შედეგზე ახდენს გავლენას.
თავს უფლებას მივცემ, ზოგიერთ ეპიზოდზე ჩემი აზრი გამოვთქვა, რომელიც ავტორიტეტული არ არის და გულშემატკივართა ემოციისკენ არ მივმართავ, მაგრამ მათზე აქცენტის გაკეთება სწორად მიმაჩნია.
"ნიუკასლის" კარში დანიშნულ პენალტს არ განვიხილავთ, მაგრამ ჩემი აზრით, დიდ ეჭვს არ იწვევს. ხელი, რომელიც ბურთის შეჩერებისთვის იყო გამიზნული, ნაკლებად ჰგავს "შემთხვევითს".
ხელბურთი ითამაშეს მომდევნო ეპიზოდშიც, რომლის შემდეგ მარუან ფელაინიმ ყვითელი ბარათი მიიღო. ესეც ჰგავს პენალტს, არა? რა თქმა უნდა, ზედიზედ ორჯერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მაიკ დინს გაუჭირდებოდა, მაგრამ ფელაინიც არ იმსახურებდა აქ დასჯას.
მსაჯობის აპოთეოზი იყო "იუნაიტედის" კარში დანიშნული პენალტი. სმოლინგი, რა თქმა უნდა, დამნაშავეა, მაგრამ მას თითქმის ახრჩობენ.
კრისს ბრძოლა რომ არ გაეგრძელებინა, მიტროვიჩი აბსოლუტურად მარტო აღმოჩნდებოდა დე ხეას კართან.
ნათელი გადაწყვეტილება ამ ეპიზოდში: ჯარიმა შეტევაში. თუ მიტროვიჩის ძალას გავითვალისწინებთ, ყვითელის ჩვენებაც შეიძლება. ფელაინის ძალა ხომ ყოველთვის იმსახურებს ყვითელს, მაშინაც კი, როცა დამნაშავე არ არის.
ეპილოგი
"იუნაიტედის" თამაში ნიუკასლში რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად არ იწვევდა დაძინების მიზეზს, მაგრამ შედეგი სამწუხარო გამოდგა. ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობის ფონზე ქულების კარგვა ფუფუნებაა, რომელიც ნებადართული არ არის. ამასთან დაკავშირებით, იბადება კითხვა, თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია: შედეგი თუ თამაში?
ნათელია, რომ ყველას სურს შედეგიც და თამაშიც, მაგრამ არჩევანი რომ გაგეკეთებინათ რას აირჩევდით?
ბონუსი
ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.