"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის დავიდ დე ხეას კონკურენტი ან შემცვლელი მოუძებნოს.
SportMediaset იტყობინება, რომ "იუნაიტედი" "მილანის" მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას გადაბირებას ეცდება ზაფხულში - ამისთვის კი 30 მლნ. ფუნტს გადაიხდის.
როგორც მოსალოდნელია, "მილანი" ამ შეთავაზებას მიიღებს, რადგან ახალგაზრდა კიპერის შემცვლელი უკვე მოძებნილი ჰყავს სალვატორე ****გუს სახით, რომელიც პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვეღარ ახერხებს.
დონარუმას დებიუტი პირველ გუნდში სეზონის დასაწყისში შედგა და მან ჯამში 11 მატჩი ჩაატარა იტალიის ჩემპიონატში.