თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2016, 16:00
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 16871,
კომენტარები: 3
"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 3-3
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
პრემიერ ლიგის 21-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნიუკასლს" დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული უხვგოლიანი გამოდგა. პირველი გოლი სწრაფადვე გავიდა, უეინ რუნიმ თერთმეტრიანის ზუსტად შესრულება მოახერხა და საკუთარი გუნდი მე-9 წუთზე წინ გაიყვანა. 38-ე წუთზე მანჩესტერელთა კონტრშეტევას მეორე გოლი მოჰყვა. რუნის გადაცემით ლინგარდმა ისარგებლა და ანგარიში 0-2 გახადა. მასპინძლებმა ტაიმის მიწურულს სხვაობის შემცირება მოახერხეს, თავი ჯორჯინიო ვეინალდუმმა გამოიჩინა.

69-ე წუთზე მიტროვიჩმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა თერთმეტმეტრიანის წყალობით. 79-ე წუთზე უეინ რუნიმ დუბლი გაიფორმა და კვლავ დააწინაურა გუნდი, თუმცა "ნიუკასლმა" მატჩის გადარჩენა მაინც მოახერხა, 90-ე წუთზე დამეტმა დე ხეას შანსი არ დაუტოვა და საბოლოო ანგარიში, 3-3 დააფიქსირა.

ნიუკასლი – მანჩესტერ იუნაიტედი 3:3

სტადიონი: "სენტ ჯეიმს პარკი"
გოლები: რუნი (9'), ლინგარდი (38'), ვეინალდუმი (42'), მიტროვიჩი (67'), რუნი (79'), დამეტი (90')
გაფრთხილებები: ტიოტე, ფელაინი, ერერა, სმოლინგი
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი

ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, მბემბა, იანმაატი, დამეტი, ტიოტე (ტონეი 85'), კოლბეკი (გუფრანი 81'), პერესი (სიმ დე იონგი 92'), ვეინალდუმი, სისოკო, მიტროვიჩი.

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ბლინდი, სმოლინგი, იანგი, დარმიანი, ფელაინი, შნეიდერლენი, ერერა (მატა 75'), ლინგარდი (დეპაი 64'), მარსიალი, რუნი.

მიმოხილვა



პირველი ტაიმი



მეორე ტაიმი



განხილვა

მიმოხილვები, სრული მატჩები
3 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
13 იანვარი 2016 16:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უნდა მოგვეგო ეს მატჩი, ალბათ სეზონის საუკეთესო იყო. რუნის გოლებმა ძაან გაასწორა თუმცა იყო მომენტები როცა მეტი უნდა ექნა
0
№2
ავტორი: Amanda Seyfried
13 იანვარი 2016 18:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
კოლოჩინის რო გაცელილიყო რუნი და გაეტანა მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდებოდი რო ფორმაში შევიდა. ნუ წინა თამაშებთან შედარებით გაცილებით მოუმატა და გუნდსაც დაეტყობა რუნის ფორმაში შესვლა. საუკეთესო მატჩი ვითამაშეთ ამ სეზონში, უხვგოლიანი მატჩი მომნატრებია გუშინ მივხვდი :D ლივერფულთან გვაქვს ახლა მთავარი გამოცდა და ეგეც თუ ვერ მოვიგეთ ოთხეულზე სერიოზული საჩალიჩო გვიხდება
0
№3
ავტორი: chester
13 იანვარი 2016 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
Magati colicini meore puioliaa :d da magastan teqnis demonstrireba ar vargaa siswrapis xarjze tu gauswreb.. Tumca lingardi felaini mata runi erera romel siswrapezea laparaki.. Erti mixari januzay marciali depay ro gvyavs me amati mjera tu ratqmaunda wesieri mwvrneli movida tu arada nanis chichas vidichis evras dimarias vanpersis da tqven warmoidginet cleverlis (radgan balans ipovida naxevar dacvashi ) codva ar moasvenebs luis
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top