უეინ რუნი "ნიუკასლთან" მატჩში დაფიქსირებული შედეგით იმედგაცრუებულია.
"წითელი ეშმაკების" კაპიტანმა საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა 38-ე წუთზე, როცა "იუნაიტედი" შეხვედრაში ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა.
"ვფიქრობ, 2-0 ანგარიშის შემდეგ მატჩს ვაკონტროლებდით, შემდეგ კი მათ დაბრუნების საშუალება მივეცით. შემდეგ მესამე გოლის გატანა და კვლავ მიღება, სამწუხარო იყო.
ვფიქრობ, სულელური გოლები გავუშვით, რომელიც მთლიანად ჩვენი ბრალია და მათგან თავდაღწევა შეიძლებოდა. ეს გოლები ორ ქულად დაგვიჯდა, ამიტომ იმედგაცრუებულები ვართ".
ყველა მატჩში არ შეიძლება სამი გოლის გაშვება, ამიტომ ამაზე უნდა ვიმუშაოთ და შანსები გოლების გაშვების გარეშე შევქმნათ.
შეგიძლია, იმდენი გაიტანო, რამდენიც გინდა, მაგრამ თუ გაუშვებ, უკვე პრობლემა გექმნება. ბალანსი უნდა დავარეგულიროთ და შანსების შექმნა გავაგრძელოთ, გოლები გავიტანოთ, ჩვენთან კი აღმოვფხვრათ", - განაცხადა რუნიმ.
უეინი ფიქრობს, რომ მისმა გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეორედ ჩაატარა კარგი გასვლითი შეხვედრა.
"ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მომენტების შექმნას. ეს არის ჩვენი მიზანი და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ვარჯიშისას ყოველდღე. ხანდახან გატანა რთულია, მაგრამ დღევანდელი საღამოს მსგავს შემთხვევაში გამოგვივიდა, ამიტომ იგივე შრომა და გაუმჯობესება უნდა გავაგრძელოთ".
რუნიმ შეხვედრის მეხუთე და თავისი მეორე გოლი 79-ე წუთზე შორეული დარტმით გაიტანა, თუმცა გუნდს ვერც ეს დაეხმარა გამარჯვების მოპოვებაში. "კარგ პოზიციაზე ვიყავი და ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი, წინ ფეხბურთელები იდგნენ, მე კი მათთვის არიდებას ვეცადე, თანაც ისე, რომ მეკარეს არ აეღო, საბედნიეროდ, გამომივიდა".
რუნის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ბოლო სამ მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, "იუნაიტედის" მაისურით კი 241 გოლი დააგროვა, რაც რვით ნაკლებია სერ ბობი ჩარლტონის რეკორდზე.