პრემიერ ლიგის 21-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნიუკასლს" დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული უხვგოლიანი გამოდგა. პირველი გოლი სწრაფადვე გავიდა, უეინ რუნიმ თერთმეტრიანის ზუსტად შესრულება მოახერხა და საკუთარი გუნდი მე-9 წუთზე წინ გაიყვანა. 38-ე წუთზე მანჩესტერელთა კონტრშეტევას მეორე გოლი მოჰყვა. რუნის გადაცემით ლინგარდმა ისარგებლა და ანგარიში 0-2 გახადა. მასპინძლებმა ტაიმის მიწურულს სხვაობის შემცირება მოახერხეს, თავი ჯორჯინიო ვეინალდუმმა გამოიჩინა.
69-ე წუთზე მიტროვიჩმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა თერთმეტმეტრიანის წყალობით. 79-ე წუთზე უეინ რუნიმ დუბლი გაიფორმა და კვლავ დააწინაურა გუნდი, თუმცა "ნიუკასლმა" მატჩის გადარჩენა მაინც მოახერხა, 90-ე წუთზე დამეტმა დე ხეას შანსი არ დაუტოვა და საბოლოო ანგარიში, 3-3 დააფიქსირა.
სურათები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.