იტალიურმა "ლაციომ" დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულში შეთავაზება გააკეთა შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე ანდერსონის გადასაბირებლად, მაგრამ ეს იყო ბოლო წინადადება, რომელიც რომაულმა კლუბმა მიიღო.
"27 აგვისტოს ჩვენ უარი ვთქვით 50 მილიონ ევროზე "მანჩესტერ იუნაიტედისგან" და მას შემდეგ, ვითარება არ შეცვლილა" -მოჰყავს Manchester Evening News "ლაციოს" სპორტული დირექტორის, იგლი ტარეს სიტყვებს- "ჩვენ არ დავთანხმით ფელიპეს გაყიდავს, რადგან ის ჩვენთან იძენს სტაბილურობას და შემდეგში, ის უფრო ძვირი ეღირება. ჩვენ მივიღეთ სხვა წინადადებებიც, რომელიც ამ შემოთავაზებას ფარავს, მაგრამ ჩვენ მივდევთ საკუთარ გზას."
მანამდე იყო ჭორები, რომ "იუნაიტედი" აპირებდა ანდერსონის შეძენას 22 მლნ. ევროს სანაცვლოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.