"იუნაიტედის" მომდევნო სათასო მეტოქე გაირკვა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასზე ჩემპიონშიპის გუნდს, "დერბი ქაუნთის" დაუპირისპირდება.
შეხედრა 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით ერთ კონკრეტულ დღეს ჩატარდება და "წითელი ეშმაკები" მეოთხე რაუნდის მატჩს გასვლაზე ითამაშებენ.
გუნდები ერთმანეთს აქამდე ცხრაჯერ შეხვდნენ ამავე ტურნირზე და 6 შემთხვევაში "იუნაიტედმა" გაიმარჯვა. უკანასკნელი შეხვედრა 2009 წლის 15 თებერვლით თარიღდება, როცა "წითლებმა" გასვლაზე 4–1 მოიგეს მეხუთე რაუნდში.
კენჭისყრის სრული შედეგი:
"ვესტ ბრომვიჩი" / "ბრისტოლ სიტი" – "პიტერბორო"
"ისტლი" / "ბოლტონი" – "ლიდსი"
"არსენალი" – "ბარნლი"
"ჰადერსფილდი" / "რედინგი" – "უოლსოლი"
"დერბი" – "მანჩესტერ იუნაიტედი"
"უიკომბი" / "ასტონ ვილა" – "მანჩესტერ სიტი"
"ექსეტერი" / "ლივერპული" – "ვესტ ჰემი"
"შრიუსბერი" – "შეფილდ უენსდეი"
"ნოტინგემ ფორესტი" – "უოტფორდი"
"კარლაილი" / "იოვილი" – "ევერტონი"
"კრისტალ პალასი" – "სტოკი"
"ოქსფორდი" – "ნიუპორტი" / "ბლექბერნი"
"იპსვიჩი" / "პორტსმუთი" – "ბორნმუთი"
"კოლჩეტერი" – "ლესტერი / "ტოტენჰემი"
"ბერი" / "ბრედფორდი" – "ჰალი"
"ნორტჰემპტონი" / "მკ დონსი" – "ჩელსი"