ლუი, შაბათს თასის მეოთხე რაუნდში გახვედით. გრძნობთ, რომ ახლა თქვენი გუნდის სათამაშო სტილი მისაღებია?
ვფიქრობ, შენი მეტოქის თამაში ყოველთვის საყურადღებოა. ჩვენი მეტოქე კი 10 კაცით იცავდა თავს. არა მგონია, ეს ადვილი იყოს. ინგლისის თასის შედეგები ნახეთ. არც ერთი ადვილი მეტოქე. ალბათ, ისინი რომ პრემიერ ლიგის გუნდები ყოფილიყვნენ, სულ სხვა შედეგები დაფიქსირდებოდა. აი რით არის გასაოცარი ინგლისის თასი - დაბალი დივიზიონის გუნდების ენთუზიაზმით, რომლებიც ყველაფერს თმობენ მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ. და ეს დიდებულია, ამიტომაც უყურებს ყველა ამ თასის მატჩებს.
როგორც კი კლუბში მოხვედით, მაშინვე ახსენებდით თვითდაჯერების ნაკლებობას. ეს გამოასწორეთ თუ ჯერ კიდევ ასეა?
ეს პროცესია. ამის შესახებ ბევრჯერ მითქვამს. ამ პროცესში ვართ და გვაქვს აღმასვლა და დაღმასვლა. ახლა ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ, ალბათ, მოგვეცემა თვითრწმენა. არასდროს იცი. ახლა გასვლაზე ვთამაშობთ - ეს სულ სხვაა. "ნიუკასლი", ჩემი აზრით, ძალიან კარგად თამაშობს. "არსენალთან" მათი მატჩი ვნახე...
(ჟურნალისტებს შორის) მე "ნიუკასლის" გულშემატკივარი ვარ!
კარგი, კარგი. ვფიქრობ, "არსენალთან" ძალიან კარგად ითამაშეს. მაგრამ ვერ მოიგეს, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია ფეხბურთში. ჩვენს მატჩში მათი მოგების იმედი არ მაქვს. უნდა დავამარცხოთ.
ვიცი, რომ შედეგს მიაღწიეთ, ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ თქვენი გუნდის თამაში თქვენ თვითონ მოგწონთ?
თქვენი კოლეგის მსგავს შეკითხვას უკვე ვუპასუხე. მხედველობაში უნდა მივიღოთ მოწინააღმდეგეს გუნდის სტილი. ასე ადვილი არ არის მოუგო გუნდს, რომელიც 11 ფეხბურთელით ბურთის უკან დგას. ამას თამაშის განხილვის დროს მიხვდებით. დიახ. როცა ვერ იტან გოლს პირველ 15 წუთში, ასე თამაშობ მთელი 90 წუთი, რადგან მოწინააღმდეგე მოტივირებულია იმით, რომ ჩვენ ვერ გავიტანეთ.
უჩვეულო არაფერია, ლუი, იმაში, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ჩამოსული გუნდები თავს იცავენ. გასულ წელსაც ხშირად ხდებოდა ასე. უკმაყოფილო იყავით იმით, რომ სქოულზის მსგავსი ადამიანები აზრს გამოთქვამდნენ. მაგრამ მან ძალიან გააკრიტიკა თქვენი გუნდი...
დიახ. მაგრამ მე რა ვქნა ახლა? პოლ სქოულზზე მქონდეს რეაქცია? ეს გინდათ?
ლუი, ხალხი შაბათის შეხვედრას უყურებს და...
თქვენ მესამე პირში ლაპარაკობთ. თქვენ თქვენი აზრი უნდა გამოთქვათ, შემდეგ თქვენს აზრს ვუპასუხებ და არა მესამე პირს.
მე ვიფიქრე, რომ "ჩელსისთან" მატჩში, თუმცა ვერ მოიგეთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" კარგად თამაშობდა. მიზანდასახულად უტევდა და ჩანდა, რომ გოლის გატანა შეეძლო. შაბათს, ჩემი აზრით, გუნდი ასე არ თამაშობდა.
მე კი ვფიქრობ, რომ "შეფილდი" "ჩელსისგან" განსხვავებულად თამაშობდა. ორი გუნდია საჭირო იმისთვის, რომ სანახაობრივი მატჩი ჩატარდეს.
ლუი, გაღელვებთ თუ არა გულშემატკივართა ირონიული აპლიდისმენტი, როცა კარში ურტყამთ? გულშემატკივარი თვითონ ირთობს თავს, რადგან შეტევაში ცოტა მოქმედებაა...
დიახ, ამას გავიგებ, რადგან ჩანდა: კარისკენ ცოტას ვურტყამთ, კარში ბურთს ვერ ვახვედრებთ. ისინი კი ირონიას ავლენენ. წარმომიდგენია. რადგან მეც მითქვამს. კარში პირველი დარტყმა მეოცე წუთზე, მაგალითად - დიახ.
თქვენ ხართ მწვრთნელი, რომელიც უფრო მეტს ფიქრობს მოწინააღმდეგეზე და მის უნარებზე, ვიდრე იმაზე, თუ რა შეიძლება გაუკეთოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეტოქეს?
ეს თქვენ იცით? ეს თქვენ იცით?
მე თქვენ გეკითხებით.
ახლა ასეთი შეკითხვაა? ჯერ აზრს გამოთქვამთ, მერე კი შეკითხვას უნდა ვუპასუხო.
მე ვთქვი, რომ თქვენ ხართ მწვრთნელი, რომელსაც მოწინააღმდეგე უფრო აღელვებს...
არა, მოწინააღმდეგე არ მაღელვებს უფრო. ეს სამუშაოს ნაწილია. როცა თქვენ გელაპარაკებით, უნდა მესმოდეს, რას მეკითხებით. ასევე მოწინააღმდეგის შემთხვევაშიც. უნდა ვიცოდე, რა უნდა მას, როგორ თამაშობს, შემდეგ კი ჩემს ფეხბურთელებს დავეხმარო. ვფიქრობ, რომ მე ახლა შეტევაზე უფრო ვფიქრობ, ჩვენს გაუმჯობესებაზე და, რა თქმა უნდა, ბურთის სისწრაფეზე, გადაცემებსა და ა.შ. რამეზე ვფიქრობ, ვიდრე აშკარად თავდაცვაზე. თავს კარგად ვიცავთ და ამიტომ მისვამთ ამ შეკითხვას. მაგრამ ეს მხოლოდ ორგანიზაციაა. შეტევაში კი უფრო მეტი კრეატიულობა და ინტუიციაა, ვიდრე დაცვაში.
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.