"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი თვლის, რომ ინგლისის თასის შეხვედრაში გულშემატკივართა წასვლა სტადიონიდან დროზე ადრე გამოწვეულია საცობით და არა გუნდის ცუდი თამაშით.
"ოლდ ტრაფორდზე" "შეფილდ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში ბევრი თავისუფალი ადგილი შეიმჩნეოდა მატჩის მიწურულს.
ვან გაალი კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს ცუდი სათამაშო სტილის გამო და კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ ასეთი თამაშით ყველა მოწყენილია.
ჰოლანდიელი სპეციალისტი კი ფიქრობს, რომ მისი ტაქტიკა არ იყო მიზეზი მოედნიდან გულშემატკივართა წასვლისა.
"შესაძლოა საცობიც იყოს მიზეზი იმისა, თუ რატომ წავიდნენ სტადიონიდან ასე ადრე, ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ მიდის ხალხი სტადიონიდან მატჩის დამთავრებამდე.
როცა სტადიონზე მოწინააღმდეგე გუნდის თამაშის ანალიზისთვის ვიმყოფებოდი, მეც ასე ვიქცეოდი. შესაძლოა, ნეგატიურად იყოთ განწყობილნი, მაგრამ ჩვენ მომდევნო რაუნდში გავედით, ზედიზედ ორი მატჩი მოვიგეთ. გულშემატკივარი ბედნიერი უნდა იყოს.
გულშემატკივარი მხარს გვიჭერდა, ახლა რთული დრო გვიდგას, ფანები კი ჩვენ გვერდით არიან. რამდენი სტადიონი იყო ისევე სავსე, როგორც ჩვენი? შეგიძლიათ აღნიშნოთ მათი წასვლა, მაგრამ შეგიძლიათ აღნიშნოთ მათი მოსვლაც", - განაცხადა ვან გაალმა.
"იუნაიტედის" პირველ დარტყმას გულშემატკივარი კმაყოფილებით და აპლოდისმენტებით შეხვდა. ვან გაალმა ამაზეც ისაუბრა: "მესმის, ამის მიზეზი ის იყო, რომ ძალიან ცოტას ვურტყამთ და კარში მით უმეტეს. ესეც ვთქვი".
ვან გაალმა გავრცელებულ აზრს, თითქოს მოწინააღმდეგეზე უფრო იყოს დამოკიდებული, ვიდრე საკუთარ გუნდზე, თავისი შეხედულებით უპასუხა: "მოწინააღმდეგეზე დამოკიდებული არ ვარ, ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია.
უნდა იცოდე რა სურთ მათ, როგორ თამაშობენ და შენს ფეხბურთელებსაც დაეხმარები. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მე ვფიქრობ შეტევაზე, გაუმჯობესებაზე. რადგან ახლა თავს ძალიან კარგად ვიცავთ".