ბასტიან შვაინშტაიგერი "ნიუკასლთან" შეხვედრას "შეფილდ იუნაიტედთან" მატჩში მიღებული ტრავმის გამო გამოტოვებს.
სათასო მატჩის შემდეგ ვან გაალმა განაცხადა, რომ გერმანელმა ნახევარმცველმა მძიმე ტრავმა მიიღო, დღეს კი დაადასტურა, რომ იგი თამაშს ვერ შეძლებს.
"ბასტიანი ტრავმირებულია, ახლა უკვე ვიცით. მას მოძრაობა არ შეუძლია.
მიუხედავად მეტ-ნაკლებად 10 ფეხბურთელით თამაშისა, "შეფილდ იუნაიტედი" დავამარცხეთ და ამით ძალიან ბედნიერები ვართ", - განაცხადა ვან გაალმა.
ვან გაალმა ასევე განაცხადა, რომ უნდა იზრუნოს ფეხბურთელებზე, რომლებმაც ოთხი დღით ადრე ჩაატარეს მატჩი.
"ეს რთულია, რადგან "შეფილდ იუნაიტედთან" შეხვედრიდან ძალიან მალე ვთამაშობთ. ფორმა უნდა აღვიდგინოთ. გუშინ დასვენების დღე გვქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ სანახავია, ფეხბურთელები გადაღლილები არიან თუ არა. ჯერჯერობით ფეხბურთელები არ მოსულან, ამიტომ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ.
მას შემდეგ, რაც ყველაფერი მეცოდინება, განლაგებას დავაყენებ. ამიტომაც არის რთული პერიოდი, როცა ბევრ მატჩს ვატარებთ. ვალდებული ხარ მოიცადო და ნახო, დაისვენეს თუ არა ფეხბურთელებმა გადატვირთული მატჩის შემდეგ".
ვან გაალმა ასევე დაადასტურა, რომ ადნან იანუზაი დღეს 21-წლამდელთა გუნდში არ ითამაშებს.
"დავფიქრდით და მიგვაჩნია, რომ არ უნდა გავრისკოთ და ზედმეტ თამაშში არ უნდა ვათამაშოთ".