რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ნებისმიერ ფასად უნდა გადაიბიროს ჯონ სტოუნსი და რაფაელ ვარანი.
მას შემდეგ, რაც "ჩელსიმ" 21 წლის ფეხბურთელის შეძენა ვერ მოახერხა, სტოუნსს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
"იუნაიტედს" უკავშირებდნენ 22 წლის ვარანსაც, მაგრამ მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანის მისვლის შემდეგ ფრანგის შეძენა უფრო გართულდება.
ფერდინანდს მიაჩნია, რომ სტოუნსი და ვარანი მსოფლიოს საუკეთესო მცველები არიან და "იუნაიტედმა" მათთვის ფული არ უნდა დაიშუროს.
"არ მაინტერესებს, რამდენი ღირს. მათი შეძენით მიიღებ ფეხბურთელს, რომელიც 10 წელი ითამაშებს. ჯონ სტოუნსი და რაფაელ ვარანი მსოფლიოში საუკეთესოები არიან.
გუნდი უკნიდან შენდება. ტიტულის მოგება დაცვის ხაზზეა დამოკიდებული. თუ სტოუნსი რომელიმე სხვა ინგლისურ კლუბში გადავა, "იუნაიტედი" ამით დაზარალდება", – განაცხადა ფერდინანდმა.