კვირას პრემიერ ლიგის ორი მატჩით ვიწყებთ და იმედი გვაქვს, ბოლო რამდენიმე დღის კარგი შედეგების გამეორებას შევძლებთ. მართალია, ასოციაციის თასზე ჩატარებული მატჩი მსოფლიოს საუკეთესო შეხვედრა არ ყოფილა, მაგრამ ამჟამად, რამდენიმე ცუდი კვირის შემდეგ, ჩვენი ყოველი გამარჯვება უნდა დავაფასოთ.
ადვილი არ არის სივრცეების პოვნა იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც საჯარიმოს ამდენი ფეხბურთელით იცავს, მაგრამ ვიცით, უკეთესად უნდა ვითამაშოთ და კარგი შედეგები ვაჩვენოთ. ამ თამაშის პოზიტივი ის არის, რომ გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და სწორედ ამის ხარჯზე მივიღეთ უეინის გოლი. ინგლისის თასი განსაკუთრებული ტურნირია და მასზე მოულოდნელობა ყოველ წელს ხდება. ახალი სათასო მატჩის მოლოდნში ვართ.
ახლა "ნიუკასლს" ვეთამაშებით, შემდეგ კი "ლივერპულს" კვირის ბოლოს, რაც სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩია. ეს ორი გასვლითი მატჩი რთული იქნება, მაგრამ ჩვენი მიზნისკენ სწრაფვა გვინდა. ორივე მატჩის მოგება უდიდესი ბიძგი იქნება თვითრწმენის ზრდისკენ, რაც სეზონის მეორე ნაწილისთვის საჭიროა.
გმადლობთ თქვენი მხარდაჭერისთვის.
გეხვევით,
ხუანი.
მატას ბლოგი
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.