"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო თავის მთავარ კანდიდატად დაისახა - იტყობინება Sunday People.
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "უაით ჰარტ ლეინზე" პოჩეტინოს მიერ გაწეული სამსახურით მოხიბლულია და ფიქრობს, რომ "წითელ ეშმაკებს" სწორედ ის მიიყვანს პრემიერ ლიგის ჩემპიონობამდე.
"იუნაიტედი" პსჟ-ს მთავარი მწრთვნელით, ლორან ბლანითაც არის დაინტერესებული, მაგრამ როგორც მოსალოდნელია, ფრანგი სპეციალისტი პარიზულ გრანდთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.