11-01-2016, 12:00
ნანახია: 3642,
კომენტარები: 15
 
"იუნაიტედი" თავდამსხმელის შეძენას უახლოვდება
ლუი ვან გაალი თავის სატრანსფერო სამიზნეს უახლოვდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "მაინცის" თავდამსხმელის, იოშინორი მუტოს შეძენასთან ახლოს არის.
Sunday People იტყობინება, რომ ბუნდესლიგის გუნდი მზად არის, "იუნაიტედის" 12 მლნ. ფუნტიანი შეთავაზება მიიღოს და იაპონელი ფეხბურთელი იანვარში გაყიდოს.
"იუნაიტედს" სადიო მანეს შეძენა სურდა, თუმცა "საუთჰემპტონმა" ცხადყო, რომ ზამთარში ნიგერიელს არ შეელევა.
მუტო "მაინცში" გასულ მაისში გადავიდა და ბუნდესლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
წყარო: 
goal.com
  
  
    
  
  
    
  
      
  
      
  
      
  
      
  
  
  
       
    
          
 
   
    
    
  
   
	ინფორმაცია
	ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.