დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერს, ადნან იანუზაის აკრიტიკებს.
გერმანიაში ხანმოკლე ყოფნის დროს 20 ბელგიელს ძირითად შემადგენლობაში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია, ევროპის ლიგაზე კი მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში. ჯამში მის ანგარიშზე 12 მატჩია, რომელთაგან 9 სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა გოლი არ გაუტანია.
გასულ კვირაში იანუზაი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდა, რადგან მისი საიჯარო შეთანხმება დროზე ადრე შეწყდა.
გერმანულ მედიასთან ინტერვიუში კი ტუხელმა იჯარის შეწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა.
"ძალიან ვწუხვარ, რომ შესაბამისი მიდგომა და სურვილი არ გამოავლინა, რაც ასეთ ასაკში აუცილებელია.
მეგონა, რომ ჩვენთან ბოლომდე არასდროს იყო, ფიქრებით მანჩესტერში დარჩა და აქაურობას ყოველთვის ადარებდა იქაურობასთან.
ამ ფიქრებისგან თავის დაღწევაში ვერ დავეხმარეთ", - განაცხადა ტუხელმა.