"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი თვლის, რომ მისი გუნდი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ უმჯობესდება.
ინგლისის თასის მესამე რაუნდის მატჩში "შეფილდ იუნაიტედის" წინააღმდეგ შეხვედრის მიწურულს გატანილი პენალტით გაიმარჯვა "იუნაიტედმა", პირველი დარტყმა კარში კი მხოლოდ 69–ე წუთზე განახორციელა.
"იუნაიტედის" თამაში კვლავ იღებს კრიტიკას, მაგრამ რუნის მიაჩნია, რომ გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება.
"შეგიძლიათ გვაკრიტიკოთ, სხვების აზრს დაეყრდნოთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ვვითარდებით როგორც გუნდი – ამას ვგრძნობთ.
შეხედეთ "ჩელსის", რომელმაც შარშან პრემიერ ლიგა მოიგო, ამავდროულად კი ინგლისის თასიდან "ბრედფორდ სიტიმ" გამოაგდო. ამ ტურნირზე ბევრი მოულოდნელობა ხდება და ჩვენგან მომდევნო ეტაპზე გასვლას მოითხოვდნენ. საბედნიეროდ, თავი გავართვით.
მათი დაცვის გატეხვა რთული იყო, მაგრამ შევძელით ის, რაც მოგვეთხოვებოდა: მოვიგეთ მატჩი და გავედით მომდევნო ეტაპზე", – განაცხადა რუნიმ.
წყარო: BBC
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.