თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2016, 11:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1952,
კომენტარები: 9
შვაინშტაიგერის თამაში საეჭვოა
ლუი ვან გაალმა გერმანელის ტრავმის შესახებ ისაუბრა და შნეიდერლინის არყოფნის მიზეზი ახსნა.
შვაინშტაიგერის თამაში საეჭვოა
ბასტიან შვაინშტაიგერის თამაში "იუნაიტედის" მომდევნო მეტოქესთან საეჭვოა.

"წითელი ეშმაკების" ნახევარმცველმა "შეფილდ იუნაიტედთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო და დახმარებისთვის მედიკოსების შემოყვანაც გახდა საჭირო, თუმცა გერმანელი საფინალო სასტვენამდე იმყოფებოდა მოედანზე, რადგან ვან გაალს ამ დროისათვის სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა.

მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონი "ნიუკასლთან" თამაშს. რაც შეეხება მის პარტნიორ მორგან შნეიდერლინის, რომელიც განაცხადში ვერ მოხვდა, ვან გაალმა ფრანგი გადატვირთული გრაფიკის გამო დაასვენა.

"ნიუკასლთან" შვაინშტაიგერს თამაში რთული იქნება, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ტერფის პრობლემა აქვს. ყველას ჰგონია, რომ მუხლი დაიზიანა, მაგრამ უფრო ტერფის პრობლემა აქვს, ჩემი აზრით. უნდა მოვიცადოთ და ვნახავთ.

შნეიდერლინი ტრავმირებული არ არის, მაგრამ წითელ ზონაში იმყოფება და გადატვირთულია. შობის პერიოდში მან ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა და მასზე უნდა ვიზრუნოთ. რისკებს არ ვწევ, ამიტომაც გვყავს ძალიან ახალგაზრდა სათადარიგო. ამ ფეხბურთელებსაც ვენდობი, პერეირა შემოვიდა და ძალიან კარგად ითამაშა, ჩემი აზრით.

ჩვენი ტრავმებისა და წითელ ზონაში მყოფი ფეხბურთელების ფონზე, ზრუნვა მოგვიწევს. ვფიქრობ, თავი კარგად გავართვით",
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 იანვარი 2016 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მთავარია რამე სერიოზული არ დაემართა და ერთ თამაშს თუ გამოტოვებს არაუშავს. ისე შავინშტაიგერიც რო დაესვენებინა არ იქნებოდა ურიგო, ახალგაზრდა შნეიდერლინს ასვენებს და ამას აღარ ეკუთვნოდა დასვენება??? მაგრამ ფილოსოფიისას რას გაიგებ derpwhy
0
№2
ავტორი: RojoDiablo
10 იანვარი 2016 11:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
ამას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ხომ ჰქონდა და ისედაც დასვენებული იყო. 12 დღეში სამი მატჩის ჩატარება მოუხდა, ალბათ მაგიტომ. მაგრამ კერიკის არყოფნის მიზეზს მართლა ვერ ვხვდები. როგორც მახსოვს, ძირითადში არც ერთი მატჩი არ დაუწყია შობის პერიოდში. შეიძლება მეშლება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 იანვარი 2016 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
ხოდა დაეწყო კერიკს ძირითადიდან და ეს დაესვენებინა. კიი გასაგებია რო დისკვალიფიკაცია ქონდა, მაგრამ ასაკშია მაინც. ისე ითხოვდა ექიმების შემოსვლას, რო მეთქი დავიღუპეთ და ეგაათქო. მართლა არ მეგონა თუ წამოდგებოდა.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
10 იანვარი 2016 11:23
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
არადა, ბასტის არყოფნისას სამივე მატჩი წავაგეთ. მთლად ამის ყოფნას ვერ დავაბრალებთ მოგებებს, მაგრამ მუხტს აძლევს გუნდს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 იანვარი 2016 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
კიი რა თქმა უნდა და ისედაც, ბასტის გარეშე ჩვენი ნახევარდაცვა სულ სხვანაირად გამოიყურება ხოლმე. მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში და ეხლა მაგას რო რამე დამართნოდა, თან ასოციაციის მატჩში მართლა დავიღუპებოდით.
0
№6
ავტორი: RedGirl
10 იანვარი 2016 13:12
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Ras gaartva kargad tavi vinme amixsnis? :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
10 იანვარი 2016 13:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ისე ცუდად მოხვდა ფეხში მეთქი მინიმუმ 2 თვე დავკარგეთ ბასტი მეთქი.


ლივერპულთან თუ არ იქნება, აშკარად დიდი ძალა დაგვაკლდება.
0
№8
ავტორი: Mufc7
10 იანვარი 2016 15:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RedGirl,
ყველაფერს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: GeorgeBest
10 იანვარი 2016 16:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შნეიდერლინი თუ გადატვირთულია მარსიალი არააა? areyoukiddingme ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში დაასვენებს ალბათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top