ვან გაალის კომენტარი მოგებული მატჩის შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა თავისი გუნდის კაპიტანს ბოლო წუთზე გამოყენებული თერთმეტმეტრიანის გამო მადლობა გადაუხადა. სწორედ იმ პენალტის წყალობით დაამარცხა "იუნაიტედმა" "შეფილდი".
ვან გაალმა კი მატჩის შემდეგ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
მატჩში შექმნილი შანსების შესახებ"უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა, ვიდრე პირველ ტაიმში ვითამაშეთ და თანაც ვინგერების დახმარებით. პირველ ნახევარში ამას ვერ ვაკეთებდით. მეორე ტაიმი ოდნავ უკეთესი იყო, შედარებით მეტ მომენტს ვქმნიდით, მაგრამ არა საკმარისად ბევრს, რადგან ისინი ძალიან კარგად ორგანიზებულნი იყვნენ".
გადამწყვეტი პენალტის შესახებ"მიწურულს პენალტი მივიღეთ, რომელიც სრულიად დავიმსახურეთ ფეხში ჩარტყმის გამო. მემფისის ჩარბენები გადამწყვეტი აღმოჩნდა. მეტ–ნაკლებად მან მოიგო მატჩი. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, შეხვედრამდე კი ბიჭებს ვუთხარი, რომ მხოლოდ მეოთხე რაუნდში გასვლა ჩაგვეთვლებოდა და ეს მოვახერხეთ".
უფრო მეტი შანსის შექმნაზე"ამას უკეთესად უნდა ვაკეთებდეთ, ვიდრე ამ მატჩში, რა თქმა უნდა. ბურთი უფრო სწრაფად უნდა ვამოძრაოთ და სივრცეებიც გაჩნდება. როგორც მოთამაშემ, ეს უნდა შენიშნო და პასსაც ზუსტი სიჩქარე მიანიჭო. ამის გაუმჯობესება შეგვიძლია, მაგრამ რამდენი მომენტი ჰქონდა "შეფილდ იუნაიტედს"? ამაზე არავინ ლაპარაკობს, ყველა "შეფილდის" ფანტასტიკურ დაცვას იხსენებს – არა მგონია, სხვა რამე გააკეთოს პირველი ლიგის დონის ფეხბურთელმა".
რუნის მიერ გამოყენებული პენალტის შესახებ"ის მესამე არჩევანი იყო. ნომერი პირველი არჩევანი, ხუან მატა და მეორე არჩევანი, ანდერ ერერა შევცვალე, ასე რომ, ძალიან გაუმართლა!"
ხალხის მღელვარების შესახებ"სამწუხაროა ფეხბურთელებისთვისაც და სამწვრთნელო შტაბისთვისაც ასეთი მატჩის ყურება. მათ დრო გაჰყავდათ. მსაჯს ყოჩაღ, ჩემი აზრით, პირველ ტაიმში სამი წუთი უნდა დამატებულიყო და მეორეში ასევე დამატებითი წუთები უნდა ყოფილიყო. ამაზე მეტს ვერ შეძლებდა. ასე ხდება – ისინი ჩამოდიან, რათა აგვაღელონ. ყველა ხედავს, რომ მათი გატეხვა ძნელია, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზედიზედ მეორედ იმარჯვებს მიწურულს".
წყარო:
manutd.com