თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2016, 15:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1903,
კომენტარები: 6
ვან გაალი მარსიალის შესახებ
ლუი ვან გაალი ენტონი მარსიალის შესახებ საუბრობს.
ვან გაალი მარსიალის შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ენტონი მარსიალის მიერ ნაჩვენები თამაშით აღფრთოვანება არ დამალა.

კლუბის 9 ნომერმა, რომელიც დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო გოლის ავტორი გახდა, "მონაკოდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ შვიდი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ ესეც კი არ არის ყველაფერი, რასაც მარსიალი "წითლების" შეტევაში აკეთებს. ფრანგი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც მწვრთნელს აკვირვებს.

"ძალიან მოხარული ვარ ენტონის განვითარებით, რაც არის მიზეზი იმისა, თუ რატომ თამაშობს ყოველთვის, ამას ასე თუ ისე მანამდეც წარმოვიდგენდი. არ ველოდი, რომ ყველა მატჩს ითამაშებდა, რადგან 19 წლისთვის პრემიერ ლიგის რიტმი მეტისმეტია, ამიტომ მისით მოხარული ვარ", - განაცხადა ვან გაალმა.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლითაც ვან გაალი მოხიბლულია, ადნან იანუზაია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" დორტმუნდის "ბორუსიადან" დაბრუნდა. ვან გაალი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ბელგიელმა თითოეული დახმარება უნდა მიიღოს სამწვრთნელო შტაბისგან, რათა მარსიალივით თამაში მოახერხოს.

"ისევე, როგორც მარსიალმა, ადნანმაც თვითონ უნდა შეძლოს. თუმცა, ადნანს ვესაუბრე, ვუთხარი, რომ მისი მჯერა და დავეხმარები, მაგრამ ეს შენც უნდა გააკეთო.

იგივე მოხდა მარსიალის შემთხვევაში. დღემდე ახერხებს კარგად თამაშს, მაგრამ უფრო მეტი უნდა შეძლოს, რასაც ყოველ მატჩში ვეუბნები".


წყარო: mnautd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
9 იანვარი 2016 16:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ადნანის ბოლო შანსია ალბათ წელს. თუ რამე შეუძლია ეხლა უნდა დაამტკიცოს როცა გუნდს მის პოზიციაზე უჭირს. თუ არადა ვეღარ ვხედავ მაგის დატოვების მიზეზსს
0
№2
ავტორი: rene harrison_
9 იანვარი 2016 17:12
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ახალგარზრდული პრემიერ ლიგისთვის 60 მილიონიანი შენაძენი? ეს დიდი სისულელეა და ამავდროეულად ამაზრზენიც, რადგან მანჩესტერი მუდმივად ზრდიდა უმაღლესი დონის ფეხბურთელებს აკადემიიდან და სრულიად უფასოდ გადმოდიონდნენ ისინი ახალაგზრდულიდან მთავარ გუნდში. მსგავსს სისულელეს არცერთი გრანდი არ გააკეთებს, მაგრამ ტრანსფერების მხრივაც ხომ შეილახა ჩვენი გუნდის სახელი...

ამდენი ფულიდან რეალურ და სტაბილურ ფეხბურთელს იყიდიდა გუნდი, რომლსაც აქვს მაღალი მიზანი. მხოლოდ 19 წლის ფეხბურთელში ამდენის გადახდა და თან ისე, რომ მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა..

მოკლედ, რაც "ფილოსოფია", ისიც გუნდის შედეგი, რომელიც ყველამ კარგად ვიცით.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
9 იანვარი 2016 18:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იმედი მაქვს, ერთხელ არ დასჭირდება ტიტულის მოსაგებად სხვაგან წასვლა და ჩვენთანაც მოიგებს რამეს. ადრე თუ გვიან, მაინც ექნება ტიტულის მოგების ამბიცია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Mufc7
10 იანვარი 2016 00:29
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
დიდხანს იქნება ჩვენთან, იმედია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Giggsy
10 იანვარი 2016 14:27
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
კაროჩე რაა აი მარსიალი ძაან ცოდოა ეს ცენზურაა იმენა ტანჯავს გუნდს გუნდს კარში დარტყმის კი არ ეშინია წინ ვერ ააქვთ ეს ფილოსოფოსია კი არა ცენზურაობაა რამდენჯერ მიიღო რუნიმ საჯარიმოში ან რამდენჯერ გაიყვანეს ცენტრ ფორვარდი 1 1 ზე? ხომ ვერ მეტყვით ვინც ამ ცენზურას ამართლებს უბრალოდ ცენზურაა არ მინდა ბურთის ფლობა ისევ მირჩევნია 20% გვეჭიროს ბურთი და თამაშები მოვიგოთ არ მაინტერესებს უკვე ეს რა ცენზურაობაა ვეღარ 1 2 3 და მერე ვეღარ ვუყურებ ამათ თამაშებს

კაროჩე რაა აი მარსიალი ძაან ცოდოა ეს ცენზურაა იმენა ტანჯავს გუნდს გუნდს კარში დარტყმის კი არ ეშინია წინ ვერ ააქვთ ეს ფილოსოფოსია კი არა ცენზურაობაა რამდენჯერ მიიღო რუნიმ საჯარიმოში ან რამდენჯერ გაიყვანეს ცენტრ ფორვარდი 1 1 ზე? ხომ ვერ მეტყვით ვინც ამ ცენზურას ამართლებს უბრალოდ ცენზურაა არ მინდა ბურთის ფლობა ისევ მირჩევნია 20% გვეჭიროს ბურთი და თამაშები მოვიგოთ არ მაინტერესებს უკვე ეს რა ცენზურაობაა ვეღარ 1 2 3 და მერე ვეღარ ვუყურებ ამათ თამაშებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top