"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა იხუმრა, რომ კრის სმოლინგის სახელის თქმისას მუდმივად შეცდომის დაშვებისა და მისთვის "მაიკის" წოდების შემდეგ, უმჯობესია, ინგლისელს "პელე" დაუძახოს.
"იუნაიტედმა" მცირე ხნის წინ გუნდში თავდამსხმელი უილ კინი დაიბრუნა, რომელზე შეკითხვის დასმისას ვან გაალი კვლავ შეცდა და უილს თავისი ტყუპი ძმის, მაიკლის სახელი დაუძახა.
"ისევ მაიკლს ვამბობ!" განაცხადა ვან გაალმა, როცა კინის შესახებ ჰკითხეს. "მაიკლი ჩემთვის ადვილი სახელია. "მაიკ" სმოლინგს ვუთხარი, რომ პელეს დავუძახებდი, რადგან ვარჯიშებზე ფანტასტიკურ მოძრაობებს აჩვენებს, ამიტომ ახლა მისთვის პელეს დაძახება მიადვილდება!"