ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ პეპ გვარდიოლამ, როგორც იტყვიან, პრემიერ ლიგაში მომდევნო სეზონისთვის ადგილი დაჯავშნა. თქვენ რას იტყვით ამის თაობაზე? ჩემპიონატს მოერგება?
დიახ, ამის შესახებ ორი წლის წინ ვსაუბრობდი. უცნაური არაფერია. ყოველთვის უნდა დაისახო მიზანი, ეს მწვრთნელმაც უნდა გააკეთოს. ზოგიერთი ადამიანი ამას უცნაურობად აღიქვამს, მაგრამ ვფიქრობ, ეს კარგია, რადგან მწვრთნელებსაც აქვთ ამბიციები. პეპ გვარდიოლასაც აქვს ამბიცია, მას ინგლისური კულტურის გაცნობა სურს, პრემიერ ლიგის შეცნობა სურს და მეც მინდოდა. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ მოვა და არა მგონია, თავის ამჟამინდელ კლუბზე რამე გავლენა იქონიოს.
თქვენი აზრით, მისი განცხადება გავლენას ახდენს პრემიერ ლიგის მწვრთნელებზე?
დიახ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყოველ მწვრთნელს აქვს ასეთი სიტყვის უფლება, რადგან უცნობია, გახდება თუ არა მომოვალ სეზონში პრემიერ ლიგის კლუბის მწვრთნელი. პრემიერ ლიგის გუნდი - მოლაპარაკების მეორე მხარეა, ასე რომ... კლუბმა მწვრთნელი უნდა შეამოწმოს.
თქვენზე არ არის ზეწოლა? ასეთი დონის მწვრთნელი თავისუფლდება...
უკვე ვთქვი, რომ ჩემი კარიერის მიწურულს ვარ. საერთოდ არ მაინტერესებს ეს. ჩემთვის საინტერესოა, როგორ ვიზრუნო "მანჩესტერ იუნაიტედზე" კონტრაქტის მიხედვით. ამ სეზონის შემდეგ კიდევ ერთი წელი მრჩება.
თქვენ საუბრობთ პეპზე, მის მიზნებზე... თქვენ და "მანჩესტერ იუნაიტედს" რა მიზანი გაქვთ?
უკვე იცით, რადგან აქ მოსვლისას ვთქვი. მიზანი იგივეა და მე მივიღე სამ-წლიანი კონტრაქტი, ასე რომ... მიზანი ჩემი სამუშაოს დაწყებიდან არ შეცვლილა.
რამდენიმე სიტყვა ინგლისის თასის შესახებ, ლუი, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ ტურნირზე ბოლოს 2004 წელს გაიმარჯვა. ამ შეჯიბრების ტრადიციებს იცნობთ, იცით, რომ რუნის არასდროს მოუგია... თქვენი აზრით, რამდენად გასაკვირია?
დიახ, არ ვფიქრობ, რომ გასაკვირია. როცა ამ კითხვას სვამთ, სწორედ თქვენ, ჩემი აზრით, ფიქრობთ, რომ გასაკვირია. მაგრამ სპორტში იმარჯვებ და მარცხდები. და ვფიქრობ, რომ ინგლისის თასის მოგება რთულია. ეს შარშან ვიხილეთ, როცა "იოვილსა" და "კემბრიჯს" ვეთამაშებოდით. ნებისმიერი მატჩის მოგებაა რთულია. სულერთია, როგორი დონის გუნდს ეთამაშები. სწორედ ამიტომ ვერ იმარჯვებდა "მანჩესტერ იუნაიტედი" ამდენ ხანს, ჩემი აზრით. დიახ. მათ ბოლოდროინდელ მარცხს ვერ განვსჯი, მაგრამ შარშან "არსენალთან" დავმარცხდით, როგორც იცით. მათ მოიგეს.
ლუი, აქტიურად განიხილავენ "იუნაიტედის" სათამაშო სტილს. როგორც ჩანს, ბოლო რამდენიმე მატჩში უფრო შემტევ ფეხბურთზე ხართ ორიენტირებული. გრძნობთ, რომ ფეხბურთელებს თვითრწმენა უბრუნდებათ და ამიტომ ვხედავთ ასეთ თამაშს?
თქვენს ანალიზს ვერ დავეთანხმები, რადგან ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით. უბრალოდ გავიტანეთ - ამაშია სხვაობა. გვანიჭებს თუ არა ეს მეტ თავდაჯერებულობას? ეს ჯერ კიდევ დასამტკიცებელია, რადგან ერთი მერცხალი ზაფხულს ვერ მოიყვანს. მეც მაქვს ამის იმედი. ვარჯიშებზე ვნახე. მაგრამ ეს გარკვეულ მომენტში უნდა აჩვენო - მოწინააღმდეგესთან 90 წუთის განმავლობაში. ამიტომ არის ფეხბურთი ასეთი საოცრება. არასდროს იცი.
პრესკონფერენცია
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.