ასოციაციის თასის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "შეფილდ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-3 რაუნდი
თარიღი: შაბათი, 9 იანვარი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი
მატჩის დასაწყისი: 21:30, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, ვალენსია, როხო, ჯონსი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: იანგი
განაცხადი: De Gea, Romero, Varela, Darmian, Borthwick-Jackson, Smalling, Blind, McNair, Schneiderlin, Schweinsteiger, Carrick, Herrera, Fellaini, Depay, Lingard, Powell, Mata, Young, Pereira, Martial, Rooney.
ჯესი ლინგარდმა ტრავმა მოიშუშა და მზად არის, "მეხანჯლეების" წინააღმდეგ ითამაშოს. დორტმუნდის "ბორუსიადან" დაბრუნებული ადნან იანუზაი ჯერჯერობით მზად არ არის სათამაშოდ, "პრესტონიდან" დაბრუნებული უილ კინი შესაძლოა, მოედანზე ვიხილოთ. ეშლი იანგის მონაწილეობა მატჩში საეჭვოა.
"შეფილდი"
ტრავმირებულები: დანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ:
განაცხადი:
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის გამართვამდე გუნდს მეტ დანი უნდა დაუბრუნდეს. ნაიჯელ ეტკინსის გუნდში ტრავმებთან დაკავშირებული სხვა პრობლემა არ არის.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-5 ადგილი, 33 ქულა (პრემიერ ლიგა)
ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): წ-წ-წ-წ-ფ-მ
"სუონსისთან" გამარჯვების შემდეგ პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილს იკავებს 33 ქულით.
ინგლისის თასიინგლისის თასი 11-ჯერ მოიგეს, უკანასკნელად 2004 წელს, როცა "მილენიუმზე" "მილუოლს" 3-0 სძლიეს.
ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, ბოლოს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0 ანგარიშით, 2007 წელს.
გასულ სეზონში ტურნირზე გამოსვლა მე-6 რაუნდში "არსენალთან" "ოლდ ტრაფორდზე" მეოთხედფინალურ მატჩში დამარცხების შემდეგ დაასრულეს.
1984 წლის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" მე-3 რაუნდში 30 მატჩი ჩაატარეს და 2-ჯერ გამოეთიშნენ ტურნირს - 2010 წლის 3 იანვარს "ლიდსთან" 1-0 წაგების, 2014 წლის 5 იანვარს "სუონსისთან" 1-2 წაგების შემდეგ.
ტურნირის მესამე რაუნდში მოპოვებული ყველაზე დიდი გამარჯვება 1928 წლით თარიღდება, რომელიც გუნდმა "ბრენდფორდზე" 7-1 გამარჯვების შედეგად მოიპოვა. ომის შემდგომი ყველაზე დიდი გამარჯვება 1949 წელს "მეინ როუდზე" "ბორნმუთის" წინააღმდეგ დაფიქსირდა - 6-0. ახლო წარსულში მოპოვებული ყველაზე დიდი გამარჯვება 2006 წელს "ბარტონ ალბიონის" წინააღმდეგ დაფიქსირდა - 5-0.
ყველაზე მეტი გოლი ამ ეტაპზე "იუნაიტედის" მონაწილეობით 1948 წელს "ასტონ ვილას" წინააღმდეგ "ვილა პარკზე" გამართულ მატჩში გავიდა - 6-4. მომდევნო უხვგოლიანი მატჩი კი 1998 წელს შედგა, როცა "სტემფორდ ბრიჯზე" "იუნაიტედი" "ჩელსის" 5-0 ამარცხებდა და საბოლოოდ 5-3 მოიგო.
"მანჩესტერ იუნაიტედი" დაბალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 43 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - 35 მოგება, 7 ფრე, 1 წაგება.
"შეფილდი"
მე–8 ადგილი, 36 ქულა (პირველი ლიგა
ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): ფ-მ-მ-მ-მ-წ
"პიტერბოროსთან" სახლში დამარცხების შემდეგ 36 ქულით მე-8 ადგილს იკავებს პირველი ლიგის ცხრილში.
ინგლისის თასიკლუბი ოთხჯერ გახდა თასის მფლობელი - 1899, 1902, 1915 და 1925 წლებში.
"შეფილდ იუნაიტედს" 6-ჯერ უთამაშია ტურნირის ფინალში.
გასულ სეზონში ასპარეზობა მე-4 რაუნდში დაასრულა, როცა გადათამაშებაში "პრესტონთან" 1-3 დამარცხდა.
მაღალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში "მეხანჯლეებმა" 5 მოიგეს.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი – 8 გოლი (3 ლიგაში), მარსიალი – 8 გოლი (5 ლიგაში).
"შეფილდი"
წამყვანი ბომბარდირები: ბილი შარპი - 11 გოლი (11 ლიგაში)
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 4-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 3-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "შეფილდმა" 1-ჯერ.
ინგლისის თასის მასშტაბით გამართული თითოეული წინა მატჩი "მეხანჯლეების" მოედანზე, "ბრემოლ ლეინზე" შედგა და მათდან ორი სწორედ ტურნირის მესამე რაუნდში მოუწია. "იუნაიტედი" შეფილდს" ამ ეტაპზე ზედიზედ ორჯერ შეხვდა 1994 და 1995 წლებში. "იუნაიტედმა" სულ სამი გამარჯვება მოიპოვა და ყოველი გამარჯვების შემდეგ ფინალში გადიოდა - 1990, 1994 და 1995 წლებში.
გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში
"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-
0 "შეფილდ იუნაიტედი"17 აპრილი, 2007 წელი
მსაჯი: რობ სტაილზი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: კერიკი 4', რუნი 50'
გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ინგლისის თასზე
"შეფილდ იუნაიტედი" 0-
2 "მანჩესტერ იუნაიტედი"9 იანვარი, 1995 წელი
ინგლისის თასის მე-3 რაუნდი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ჰიუზი 80', კანტონა 82'
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა ანდრე მარინერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩი განსაჯა, 63 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: ადამ ნუნი, სტიუარტ ბარტი
სათადარიგო მსაჯი: ჯეიმს ეიდკოკი