2015 წლის ბოლო თვე წარუმატებელი გამოდგა "იუნაიტედისთვის", თუმცა ფრანგი მაინც ახერხებდა თავისი თამაშით თვალის მოჭრას.
20 წლის ფეხბურთელი გუნდის მთავარ შემტევად იქცა, ზოგიერთ მატჩში კი მარცხენა ვინგერის პოზიციას უბრუნდებოდა. დეკემბერში გამართულ ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და "ვოლფსბურგისა" და "ნორვიჩის" წინააღმდეგ გოლებიც გაიტანა.
მარსიალმა ხმების 69% მიიღო და დანარჩენ ნომინანტებს- კრის სმოლინგსა და დეილი ბლინდს აჯობა.