დორტმუნდის "ბორუსიადან" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნების შემდეგ ადნან იანუზაი ლუი ვან გაალის პირველ მითითებას უახლოეს ორშაბათს შეასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ საბუთები ჯერ კიდევ არ არის სრულად წესრიგში იმისათვის, რომ ბელგიელმა ფეხბურთელმა "შეფილდის" წინააღმდეგ ხვალ ითამაშოს, ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ განაცხადში მისი არშეყვანის მიზეზი სულ სხვა რამ გახლავთ.
"იმედი მაქვს, თავის ნიჭს წელს აჩვენებს "მანჩესტერ იუნაიტედში".
ადნან იანუზაის ნიჭის მჯერა, ეს ადრეც მითქვამს. წინასწარ ვთქვი, რომ "ბორუსიაში" თამაში გაუჭირდებოდა და სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი. ამიტომ ვიფიქრე, რომ თუ იქ მაინც ვერ ითამაშებდა, უმჯობესი იყო ჩვენთან დაბრუნებულიყო და აქ ევარჯიშა, სადაც პირველ გუნდს უჩვენებს თავის ნიჭს.
უკვე შევამოწმეთ დღეს დილით და დაეტყო, რომ 90 წუთის განმავლობაში დიდი ხანია არ უთამაშია, მხოლოდ სეზონის წინ, ასე რომ, თავისი ფორმა მეორე გუნდში უნდა აჩვენოს. სანამ საბუთები მოწესრიგდება, მოცდა მოგვიწევს. ორშაბათს კი ვნახავთ, თუ შეძლებს თამაშს მეორე გუნდში. სათამაშოდ მზად არის და ესეც კარგია", - განაცხადა ვან გაალმა.
"იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდი ორშაბათს "რედინგს" დაიპირისპირდება.