ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას განუცხადა, რომ ფილ ჯონსი ასოციაციის თასის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა ვარჯიშებს დაუბრუნდა ჯესი ლინგარდი.
"სუონსისთან" მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ჯონსი მოედანზე მატეო დარმიანმა ჩაანაცვლა.
იმავე შეხვედრაში ეშლი იანგმაც მიიღო ტრავმა, მაგრამ ვარჯიშებს ისიც ატარებს. მას კი ჯესი ლინგარდიც შეუერთდება.
"იუნაიტედის" მცველები ანტონიო ვალენსია, ლუკ შოუ და მარკოს როხო კვლავინდებურად ტრავმირებულნი არიან.
"წითელი ეშმაკები" "შეფილ იუნაიტედს" ინგლისის ასოციაციის თასზე ხვალ დაუპირსპირდებიან.