"მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსის" შემტევი ედენ აზარისთვის მადრიდის "რეალს" გაუწევს კონკურენციას.
"წითელ ეშმაკებს" გარეტ ბეილის გადაბირება სურდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაასკვნეს, რომ უელსელი კლუბს არ გამოიცვლის, მათი სამიზნე ბელგიელი ფეხბურთელი გახდა.
ედენ აზარი კი ლონდონურ კლუბში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და "სტემფორდ ბრიჯის" დატოვება სურს.
"იუნაიტედი" მზად არის, 25 წლის ფეხბურთელს ხელფასის სახით კვირაში 250 ათასი ფუნტი შესთავაზოს, ლონდონელებს კი იმედი აქვთ, რომ სამწვრთნელო შტაბში დიდიე დროგბას მიყვანა აზარის შენარჩუნებაში დაეხმარებათ.