"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ცენტრ-ფორვარდი, ეშლი ფლეთჩერი კარიერას "ბარნსლიში" ერთთვიანი იჯარის წესით გააგრძელებს.
20 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა და "ტოტენჰემის" 21-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ ორშაბათს გამართულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ლანკაშირის თასზე "როჩდეილის" წინააღმდეგ შესრულებულმა ჰეთ-ტრიკმა მისი უნარები წარმოაჩინა და უორენ ჯოისი ხშირად აძლევდა ფლეთჩერს თავის გამოჩენის საშუალებას, თუმცა პრაქტიკას ახლა სხვა გუნდში მიიღებს.
ბენ პირსონისა და ჯო როტუელის შემდეგ ფლეთჩერი "იუნაიტედის" მესამე ფეხბურთელია, რომელიც იჯარის წესით იასპარეზებს ლი ჯონსონის გუნდში.
ეს პირველი იჯარაა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ახალ გუნდში კი 18-ნომრიან მაისურით იასპარეზებს.